|  
		
			| დასახელება: 
				უძრავი ქონების აგენტი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							Elite Properties Georgia |  
			| გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 23 ნოემბერი |  
			| მოგესალმებით! 
 შპს "Elite Properties Georgia" ეძებს ყოჩაღ ახალგაზრდებსა თუ თანამოქალაქეებს თბილისში უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე!
 
 https://linktr.ee/EPGeorgia
 
 სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 11:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.
 უპირობოდ ვუწყობთ ხელს სტუდენტთა დასაქმებასა და მათთვის შესაბამის სამუშაო გრაფიკს. ჩვენი გუნდის წევრები ყოველთვიურად გამოიმუშავებენ მინიმუმ 2000 ლარს.
 
 ძირითადი მოვალეობები:
 
 ** გასაყიდი/გასაქირავებელი უძრავი ქონების მოძიება;
 ** მოძიებული ქონების პლატფორმებზე განთავსება;
 ** დაინტერესებული მომხმარებლისთვის ინფორმაციის გაცნობა/ შეთავაზება;
 ** ვიზიტების დაგეგმვა;
 
 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
 ** სასურველია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
 ** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
 ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
 
 ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების არ ცოდნის შემთხვევაში ჩვენი გუნდის სხვა წევრები მაქსიმალურად დაგეხმარებიან კვალიფიკაციის ამაღლებაში!
 
 ჩვენ გთავაზობთ:
 
 ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
 ** კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს;
 ** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
 ** კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
 ** ულიმიტო სასაუბრო დროს ყოველ თვიურად;
 
 კომპეტენციები და უნარები:
 
 ** პასუხისმგებლობის გრძნობა;
 ** მონდომება;
 ** და ისევ პასუხისმგებლობის გრძნობა და მონდომება!
 
 დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: elitepropertiesgeorgia@gmail.com. სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უძრავი ქონების აგენტი".
 
 გელით და გისურვებთ წარმატებას!
 |  |  |  |