| 
				დასახელება: 
				უმცროსი საოპერაციო მენეჯერი
			 | 
		 
		
			| მომწოდებელი: 
				
												
							Hazet Georgia
						
									
			 | 
		 
		
			| 
				  გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
			 | 
		 
			
		
			
				188 წლიანი გამოცდილების მქონე გერმანული ბრენდი "HAZET GEORGIA" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენი კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ქართულ ბაზარზე საოფისე ტექნიკა-დანადგარების მონტაჟი და ზედამხედველობის აუთსორსინგული მომსახურება. პრეტენდენტს აღნიშნულ პოზიციაზე მიეცემა საკუთარი შემოქმედებითი უნარებისა და იდეების განხორციელების სრული შესაძლებლობა. ასევე პრეტენდენტი იქნება დატრენინგებული გამოცდილი გუნდის წევრების მხარდაჭერით. 
 
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა: 
 
** პირველადი დოკუმენტების სისწორის შემოწმება და პროგრამული ასახვა საოფისე პროგრამებში. 
** ინვოისებისა და კონტრაქტების შაბლონების გადაგზავნა, დასკანერება, დაარქივება. 
** ტექნიკური ჯგუფებისათვის დავალებების გაწერა და მისამართების დალაგება 
** საწყობის მონიტორინგი და მესაწყობეთაგან რეპორტის ჩაბარება 
** ყოველდღიურ საოპერაციო პროცესებში უფროსი საოპერაციო მენეჯერის მიერ გაცემული სხვა თასქების შესრულება. (სასტუმროს ნომრის დაჯავშნა, საოფისე ინვენტარის შეკვეთა და ა.შ) 
 
რას ვითხოვთ: 
 
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნას მაღალ დონეზე (განსაკუთრებით MS Excel) 
** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება 
** ანალიტიკური აზროვნებას 
** დეტალებზე ორიენტირებულობას 
** პასუხისმგებლობის გრძნობას 
** გუნდური მუშაობის უნარს 
** და რაც მთავარია სიზუსტეს. 
 
რას გთავაზობთ: 
 
** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს; 
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს; 
** ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან; 
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; 
 
სამუშაო ლოკაცია - ქ. თბილისი, დიღომი 
ანაზღაურება - პირველი ორი თვე გამოსაცდელი პერიოდი - 900 ლარი, შტატში აყვანის შემდგომ 1400-1700 ლარი ზრდის პერსპექტივით გამომდინარე შესრულებული საქმისა და კომპეტენციიდან. 
 
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@hazetgeorgia.ge 
 
გისურვებთ წარმატებას!
			 | 
		 
	 
		
	
	 
			
			
 | 
	 | 
	
					
				
			
			
					
				
			
			
				
	 |