| 
				დასახელება: 
				HR სპეციალისტი
			 | 
		 
		
			| მომწოდებელი: 
				
												
							დიპლომატ ჰოლდინგი
						
									
			 | 
		 
		
			| 
				  გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
			 | 
		 
			
		
			
				სადისტრიბუციო კომპანია შპს "დიპლომატ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე.  
 
შპს "დიპლომატ ჰოლდინგი" არის საქართველოს მასშტაბით ლიდერ კომპანიათა შორის, რომელიც ახორციელებს დისტრიბუციას 2002 წლიდან.  
 
დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: www.diplomatholding.com.ge  
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
 
** პერსონალთან შრომითი ურთიერთობების გაფორმება; 
** საკადრო ბრძანებების / დოკუმენტაციის მომზადება. (დანიშვნა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება, სამუშაო აღწერილობა); 
** თანამშრომლების ბაზის წარმოება/განახლება; 
** სწავლების/სტაჟირების პროცესის კოორდინირება; 
** თანამშრომლების სამოტივაციო სისტემების მართვა; 
** დასაქმების ფორუმებზე მონაწილეობის მიღება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
 
** უმაღლესი განათლება რელევანტურ სფეროში; 
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; 
** საოფისე პროგრამების ცოდნა. 
 
უნარ-ჩვევები: 
 
** დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
** პუნქტუალურობა; 
** სხარტი აზროვნების უნარი; 
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი. 
 
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე hr@master-trade.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 
 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
 
წარმატებას გისურვებთ!
			 | 
		 
	 
		
	
	 
			
			
 | 
	 | 
	
					
				
			
			
					
				
			
			
				
	 |