|  
		
			| დასახელება: 
				მოლარე-კონსულტანტი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							დეგუსტო |  
			| გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 22 ნოემბერი |  
			| კაფეტერიათა ქსელი "დეგუსტო" 10 წელზე მეტია ერთგულად ემსახურება მომხმარებელს. ბოლო რამდენიმე წელია ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია თბილისის მასშტაბით 24 ფილიალით, 2 საწარმოთი და 500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი. კომპანიისთვის ხარისხი, ხელმისაწვდომობა, თანამშრომლებზე ზრუნვა და განვითარება დაარსების დღიდან მთავარი ღირებულებაა. 
 "დეგუსტო" აცხადებს მოლარე-კონსულტანტის ვაკანსიას ქ. თბილისში.
 
 ადგილმდებარეობა: თბილისი
 ანაზღაურება: 800-900 ლარი
 გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, სრული ან ნახევარი სამუშაო განაკვეთი
 
 სამუშაოს აღწერა:
 
 ** მომხმარებლის სწრაფი და თავაზიანი მომსახურება
 ** პროდუქციის დახლზე პრეზენტაბელურად წარდგენა და სტუმარ-მასპინძლობის ეტიკეტის დაცვა.
 ** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა მენიუში შემავალ პროდუქტებზე.
 
 რას გთავაზობთ ჩვენ:
 
 ** სტაბილური დასაქმება სწრაფად მზარდ ქსელში გამოცდილების გარეშე
 ** მოქნილი გრაფიკი — სტუდენტებისთვის საუკეთესო შესაძლებლობა
 ** სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი
 ** კარიერული ზრდის პერსპექტივა
 ** სრულად უზრუნველყოფილი კვება
 ** დაზღვევა
 
 დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაგვიზიაროთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@degusto.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 591 59 70 70.
 |  |  |  |