|  
		
			| დასახელება: 
				საწყობის მენეჯერი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							ჯიბე cash & carry |  
			| გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 15 ნოემბერი |  
			| კომპანია "ჯიბე Cash & Carry", მარნეულის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე. 
 ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს
 
 სამუშაო ადგილი: მარნეული, აღმაშენებლის N1
 სამუშაო გრაფიკი: 6 დღე, 09:00-17:00
 ანაზღაურება: 1550₾ + გამოსაცდელი ვადის შემდეგ ბონუსი (700 ₾)
 
 ფუნქცია-მოვალეობები:
 
 ** მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება.
 ** მიღებული პროდუქციის დახარისხებისა და განთავსების მონიტორინგი;
 ** სავაჭრო დარბაზისთვის პროდუქციის დროულად მიწოდების მონიტორინგი;
 ** პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი საწყობისა და კონტეინერ-მაცივრის ტერიტორიაზე;
 ** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.
 
 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
 ** აუცილებელია საწყობის მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
 ** აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა
 ** აუცილებელია Apex-ში (ან მონათესავე პროგრამაში) მუშაობის გამოცდილება
 
 დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@Jibe.ge
 
 ტელ: +995 557 306169.
 
 სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 |  |  |  |