Робота для біженців з України
სპეციალიზებული ტექნიკის მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სპეციალიზებული ტექნიკის მძღოლი
მომწოდებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია აცხადებს ვაკანსიას სპეციალიზებული ტექნიკის მძღოლის პოზიციაზე.

არსებითი პირობები:

ანაზღაურება: 2000 GEL (NET)
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაოს გრაფიკი: სრული განაკვეთი

კონკურენტული ანაზღაურება, კომპანიის მიერ დაფინანსებული ჯანმრთელობის დაზღვევა და სურვილისამებრ, Fitpass.

ძირითადი მოვალეობები:

** თვით-მცლელი სატრანსპორტო საშუალების მართვა
** ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირება სხვადასხვა ლოკაციაზე
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
** სატრანსპორტო საშუალების მოვლა

კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები:

** ინსტრუქციების და პროცედურების დაცვის უნარი
** პუნქტუალურობა
** დისციპლინირებულობა
** მინიმალური ზედამხედველობის ქვეშ მუშაობის უნარი
** ყურადღება დეტალების მიმართ
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მეილზე: work.giec@gmail.com კომპანიის წარმომადგენელი მალევე დაგიკავშირდებათ.

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 14 ნოემბერი.

შერჩევის პროცესი დაიწყება განაცხადების მიღების პარალელურად, ამიტომ, ნუ დააყოვნებთ რეზუმეს გაზიარებას.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის მითითებულ ბმულზე გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" (ს/კ:230866783) (შემდგომში "კომპანია") მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე work@giec.ge
კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე