Робота для біженців з України
ტვირთის გადამზიდავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტვირთის გადამზიდავი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
"ტერაბანკში" ტვირთის გადამზიდავს ვეძებთ

შენი მოვალეობა იქნება:

** სატვირთო ავტომობილით ავეჯის, ტექნიკის, სარემონტო მასალისა და სხვა ინვენტარის ბანკის ოფისებსა და საწყობში მიწოდება (დატვირთვა, ტრანსპორტირება, გადმოტვირთვა, დასაწყობება)
** ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი და სერვისის დროული უზრუნველყოფა

ეს პოზიცია შენთვისა თუ გაქვს:

** მართვის მოწმობა B - C კატეგორია
** სატვირთო ავტომობილის მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება "ტვირთის გადამზიდავი".

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე