დასახელება:
სანტექნიკოსი
|
მომწოდებელი:
Royal Tulip Hotel and Casino
|
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
|
Royal Tulip Hotel & Casino აცხადებს ვაკანსიას: სანტექნიკოსი.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს სანტექნიკური სისტემების (წყალსადენი, კანალიზაცია, გათბობა, ცხელი წყლის სისტემა) რეგულარული შემოწმება და მოვლა;
** დაზიანებული სანტექნიკური მოწყობილობების შეკეთება ან ჩანაცვლება;
** წყალგაყვანილობის და კანალიზაციის სისტემის გაწმენდა და პრობლემების დროული აღმოფხვრა;
** ტექნიკური ჯგუფის სხვა წევრებთან კოორდინაცია მიმდინარე სამუშაოებზე;
** საგანგებო სიტუაციებზე დროული რეაგირება (მაგ: მილების გაჟონვა, წყლის წნევის პრობლემა და სხვ.);
** ჩანაწერების წარმოება ჩატარებულ სარემონტო და ტექნიკური მომსახურების სამუშაოებზე;
** სასტუმროს ნომრების ტექნიკური შემოწმება სტუმრების ჩასვლამდე და გამგზავრების შემდეგ;
** შრომის უსაფრთხოების და სასტუმროს შინაგანაწესის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლევილის სანაპირო N10;
** სამუშაო განაკვეთი 5/2;
** ანაზღაურება 2000 ლარი;
** კვებით უზრუნველყოფა;
** დაზღვევა.
იმისთვის, რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrm@royaltuliptbilisi.com.
სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|