Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=672856&print=yes&view=jobs
 
უფროსი სპეციალისტი - ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი სპეციალისტი - ბუღალტერი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას ფინანსურ დეპარტამენტში უფროსი სპეციალისტის (ბუღალტერი) თანამდებობაზე

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
** თანამშრომლების ხელფასების დარიცხვა და გადარიცხვის დოკუმენტების მომზადება სააღრიცხვო პროგრამაში;
** შესრულებული სამუშაოს მიხედვით, მასალების და საწვავის ჩამოწერა;
** საწყობებისა და მატერიალური პასუხისმგებელი პირების ანგარიშებზე არსებული მატერიალური ფასეულობების მოძრაობა და ნაშთების კონტროლი;
** სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, გენერალური დირექტორის, კურატორი დირექტორის, დეპარტამენტის უფროსის, მთავარი ბუღალტრის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
** ბუღალტერიის სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ბუღალტრული/ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (სასურველია ACCA სერტიფიკატი);
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების ცოდნა;
** ბუღალტრული პროგრამა ორისის ცოდნა - სავალდებულოა;
** შემოსავლების სამსახურის პორტალზე RS.GE მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel; Outlook).

სხვა მოთხოვნები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** ორგანიზებული/მოწესრიგებული.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) და პირადობის მოწმობის ასლით შემდეგ ელფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს 22.10.2025

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "უფროსი სპეციალისტი".
"აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "საქართველოს მელიორაციის" მიერ განხორციელდეს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასევე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს "საქართველოს მელიორაციაში" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: AM.Vacancy@ag.ge ."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია