Робота для біженців з України
მებაღე - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მებაღე
მომწოდებელი: სასტუმრო ესკიზი
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
"Esquisse Telavi" - მდებარეობს თელავის გულში, კახეთის ისტორიული და კულტურული ცენტრის შუაგულში. სასტუმრო გთავაზობთ კომფორტისა და ქართული სტუმართმოყვარეობის იდეალურ შერწყმას.

სასტუმროს აქვს 57 უნიკალური ნომერი, თითოეული განსხვავებული კულტურული თემატიკით, რაც თითოეულ სტუმარს განსხვავებულ და დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს.

"Esquisse Telavi" გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და დეტალებზე ზრუნვით — ის წარმოადგენს ქართული ოსტატობისა და თბილი მასპინძლობის ნამდვილ ნიმუშს.

"Esquisse Telavi" აცხადებს ვაკანსიას მებაღის პოზიციაზე.

ლოკაცია: თელავი, კურდღელაურის 19.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს გარე ტერიტორიაზე არსებული ბალახის, ყვავილების, ბუჩქებისა და ხეების მოვლა;
** მცენარეების მორწყვა, სასუქის შეტანა და დაავადებების/მავნებლებისგან დაცვა;
** ბაღის ინვენტარისა და ხელსაწყოების სწორად გამოყენება და შენახვა;
** სეზონური დარგვის, გადარგვისა და გამრავლების სამუშაოების შესრულება;
** ტერიტორიის სისუფთავის შენარჩუნება, გახმობილი ფოთლებისა და ნარჩენების მოცილება;
** დეკორატიული მცენარეების დიზაინის და განლაგების მოწესრიგება;
** სამუშაო გრაფიკის და უსაფრთხოების წესების დაცვა;
** სასურველია მცენარეთა დეკორატიული დიზაინის გამოცდილება.

საჭირო უნარები და კომპეტენციები:

** გამოცდილება მებაღედ ან მსგავსი პოზიციით (სასურველია სასტუმროს ან დიდი ობიექტის გარემოში);
** მცენარეთა ძირითადი მოვლის ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ფიზიკური გამძლეობა და გარე პირობებში მუშაობის უნარი;
** გუნდთან კომუნიკაციის და დავალებების დროულად შესრულების უნარი.

კომპანია გთავაზობთ:

** 9 საათიან სამუშაო განაკვეთი- კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00-დან 18:00-მდე.
** ანაზღაურება 1200 ლარი (NET)
** კვებით უზრუნველყოფა.
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას 50 %)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: salomeshakaia@esquisse-hotel.com. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 551881118.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე