დასახელება:
უმცროსი Full Stack Javascript დეველოპერი
|
მომწოდებელი:
კავეა პლუსი
|
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
|
ჩვენ შესახებ:
"კავეა პლუსი" არის პირველი ლეგალური სტრიმინგ პლატფორმა საქართველოში. კომპანიის (კავეა) მისიაა განავითაროს კინო ინდუსტრია საქართველოში და დანერგოს ტექნოლოგიური სიახლეები, მათ შორის სტრიმინგის მიმართულებით.
ვის ვეძებთ:
ჩვენ ვეძებთ უმცროს Full-Stack JavaScript დეველოპერს, რომელიც გახდება ჩვენი ძირითადი გუნდის მუდმივი წევრი.
რას ვითხოვთ:
** ბაკალავრის დიპლომი ან ეკვივალენტური პრაქტიკული გამოცდილება კომპიუტერულ მეცნიერებებში.
** ტექნიკური ინგლისურის ცოდნა წერა/საუბრის დონეზე სავალდებულოა, B1+ დონე სასურველია.
** მინიმუმ 1 წელი გამოცდილება Full Stack დეველოპმენტში შემდეგ ტექნოლოგიებზე: Node.js, Angular, PostgreSQL/MySQL RxJS, ExpressJS, HTML/CSS, SCSS.
** Typescript-ის ცოდნა სავალდებულოა.
** REST API-ის შექმნის და განვითარების გამოცდილება.
** შესაძლებლობა გაუძღვეს მინიჭებულ ფუნქციონალს, ფოკუსირდეს პროდუქტის ხარისხზე და უსაფრთხოებაზე.
** VCS-თან მუშაობის გამოცდილება, ისეთი ფუნქციონალის ცოდნა როგორიცაა: branching, PRs, iterative development.
** კარგი ორგანიზაციული და დროის მენეჯმენტის უნარები.
** გუნდში მუშაობის გამოცდილება.
სასურველი კვალიფიკაციები:
** React და Next.js ფრეიმვორქების ცოდნა.
** გამოცდილება SSR-ში
** გამოცდილება ავტორიზაციის/იდენტიფიკაციის მეთოდებში (JWT, sessions, cookies)
** კეშირების მეთოდების ცოდნა და გამოცდილება.
** ფუნქციონალის სრულად ტესტირების გამოცდილება
** ახალი ტექნოლოგიების დაუფლების და ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოყენების სურვილი.
სამსახურებრივი მოვალეობები:
** გააუმჯობესო და განავითარო მომხმარებელზე ორიენტირებული პლატფორმა, როგორც ფრონტენდი, ისე ბექენდი.
** დაწერო სუფთა, წაკითხვადი და მხარდაჭერადი კოდი.
** გამოიყენო წარსული გამოცდილება ფუნქციონალის ეფექტური იმპლემენტაციისთვის.
** გააუმჯობესო აპლიკაციის წარმადობა.
** გამოიკვლიო პრობლემები და იპოვო გადაჭრის გზები.
** გადახედო PR-ებს და დატესტო მასში ასახული ცვლილებები.
** მიიღო მონაწილეობა გუნდის შეხვედრებში.
** იმუშაო პროდუქტის გუნდთან ერთად, მათ შორის დიზაინერებთან, მენეჯერებთან, მხარდაჭერის სპეციალისტებთან.
** განავითარო როგორც საკუთარი, ისე გუნდის წევრების ტექნიკური და არატექნიკური უნარ-ჩვევები.
** საჭიროების შემთხვევაში დაეხმარო და/ან გაუწიო მენტორობა გუნდის წევრებს.
რას გთავაზობთ:
** მონაწილეობა მიიღო ქართული სტრიმინგ პლატფორმის განვითარებაში.
** მოქნილი სამუშაო საათები და ჰიბრიდული მუშაობის შესაძლებლობა.
** კერძო დაზღვევის პაკეტი.
** კარიერული ზრდის შესაძლებლობები.
ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე.
დაინტერესების შემთხვევაში მოგვაწოდეთ CV და სამოტივაციო წერილი (სასურველია) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cavea.ge.
იმისთვის, რომ გაგვიადვილდეს განხილვის პროცესი, გთხოვთ წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "უმცროსი Full Stack Javascript დეველოპერი".
შესარჩევი პირველი ეტაპი მოიცავს რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებს. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის კანდიდატებს ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადების მიღების ბოლო თარიღიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.
თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავებული იქნება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით და შეინახება 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|