| 
				დასახელება: 
				ტექნიკოსი
			 | 
		 
		
			| მომწოდებელი: 
				
												
							ფეიბოქსი
						
									
			 | 
		 
		
			| 
				  გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
			 | 
		 
			
		
			
				კომპანია "ფეიბოქსი" საგადახდო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს სწრაფი გადახდის ტერმინალების მეშვეობით. ფეიბოქსის ტერმინალები მთელი საქართველოს მასშტაბით არის განთავსებული, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სასურველი მომსახურება 24/7 რეჟიმში. 
ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფისთვის კომპანია იყენებს საუკეთესო პრაქტიკებს, რომელიც დამკვიდრებულია თანამედროვე ბაზარზე, სწორედ ეს ფაქტი არის კომპანიის მუდმივი პროგრესის საწინდარი. 
 
"ფეიბოქსი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე. 
 
სამუშაო ადგილი: თბილისი 
პოზიციის მიზანი: ქსელში არსებული ტერმინალების ტექნიკური გამართულობა. 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
 
** დაზღვევის პაკეტს 
** დახარჯული საწვავის ანაზღაურებას 
** შესაძლებლობას, გახდეთ მზარდი კომპანიის თანამშრომელი 
** იმუშაოთ სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში 
 
მოთხოვნები: 
 
** ავტომობილის ფლობა 
** მართვის მოწმობა - B კატეგორია 
** კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება 
** ვინდოუსის კარგ დონეზე ცოდნა 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
 
** ქსელში არსებული ტერმინალების ტექნიკური მომსახურება 
** ვინდოუსის გადაწერა 
** მოწყობილობის დიაგნოსტიკა 
 
უნარები: 
 
** გუნდურობა 
** ოპერატიულად მუშაობის უნარი 
** დეტალებზე ორიენტირებულობა 
** სამუშაოს ორგანიზება 
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა 
 
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@numus.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ტექნიკოსი". სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.  
 
გისურვებთ წარმატებებს!
			 | 
		 
	 
		
	
	 
			
			
 | 
	 | 
	
					
				
			
			
					
				
			
			
				
	 |