დასახელება:
ჯუნიორ HR მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Evolvexe
|
გამოქვეყნდა: 04 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 04 ნოემბერი
|
"ევოლვექსი" აცხადებს ვაკანსიას ჯუნიორ HR-ის პოზიციაზე ქუთაისში (ნახევარი განაკვეთი)
პასუხისმგებლობები:
** შერჩევის პროცესის მართვა: ვაკანსიების გამოქვეყნება, კანდიდატების შერჩევა, გასაუბრებების ჩატარება და საბოლოო შეთავაზებების კოორდინაცია.
** თანამშრომელთა პირადი საქმეების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება/განახლება.
** HR რეპორტინგი და ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მომზადება.
** ხელფასების დამუშავებაში და მონიტორინგში მონაწილეობა.
** თანამშრომელთა ონბორდინგის პროცესის ორგანიზება.
მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება HR მიმართულებით.
** ინგლისური ენის ცოდნა.
** ოფისის პროგრამების (Word, Excel, Google Docs/Sheets) საბაზისო ცოდნა.
** ანალიტიკური აზროვნების უნარი, მაღალი პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** ეფექტური კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** მუშაობის ჰიბრიდულ მოდელს (აუცილებელია ქუთაისში ყოფნა)
** პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
** ნდობაზე, წახალისებასა და უკუკავშირზე აგებულ სამუშაო ურთიერთობას.
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.
** ანაზღაურებად შვებულებას 6 თვის შემდეგ.
** 1200 ლარი გროს ხელფასს თვეში.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV ინგლისურ ენაზე მითითებულ ბმულზე: https://hel-ai.com/apply/yIVfkQHb
წარმატებებს გისურვებთ!
|
|
|
|