Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: აგროჰაბი
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
შპს "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის 151, ავჭალა
განაკვეთი სრული: კვირაში 5 სამუშაო დღე, დღეში 8 საათიანი სამუშაო განრიგი.

ძირითადი მოვალეობები:

** საბაჟო დეკლარაციების გატარება და კონტროლი პროგრამაში Apex
** ხარჯების დარიცხვა/მარაგების ჩამოწერა ხარჯებში
** საბანკო ამონაწერების გატარება პროგრამაში
** საწვავების აღრიცხვა და კონტროლი
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
** მთავარი ბუღალტრის ან ფინანსური დირექტორის სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით
** მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება და ტრენინგები შესაბამისი მიმართულებით
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა
** უპირატესობად ჩაითვლება ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის Apex-ის ცოდნა
** უპირატესად ჩაითვლება ასევე საბაჟო დეკლარაციებთან მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

ანაზღაურება ნეტი 2300+, საბოლოო ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით

გთხოვთ დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: kh.chikviladze@agrohub.ge-ზე 2025 წლის 10 ნოემბრამდე. გთხოვთ დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც.
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება

1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "აგროჰაბი" საკონტაქტო ინფორმაცია: 032 244 07 07;
2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "აგროჰაბის" ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 3 თვე;
8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება;
9. შპს "აგროჰაბი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე