დასახელება:
WIN4Education პროგრამა
|
მომწოდებელი:
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
|
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
|
WIN4Education პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო
თუ თქვენ ხართ მასწავლებელი, საგანმანათლებლო დაწესებულების ახალი კურსდამთავრებული ან ახალგაზრდა ინოვატორი, რომელიც ცდილობს მიღებული განათლება პრაქტიკაში გამოიყენოს და ინოვაციად გარდაქმნას - WIN4Education-ი სწორედ თქვენთვისაა.
გსურთ თქვენი იდეები რეალობად აქციოთ, განივითაროთ სამეწარმეო უნარები და შექმნათ ახალი შესაძლებლობები?
გიწვევთ სამმოდულიან პროგრამაში, რომელიც სპეციალურად მასწავლებლებისთვის, STEM სფეროში ჩართული ქალებისა და ახალგაზრდებისთვის არის შექმნილი.
პროგრამა სრულად დაფინანსებულია და გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ საჭირო ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და ქსელი, რომელიც დაგეხმარებათ მომავალ წარმატებაში.
რას ისწავლით:
მენტალური ჯანმრთელობა და რბილი უნარები - გაეცნობით ემოციური კეთილდღეობის მნიშვნელობას, ეფექტური კომუნიკაციისა და ადამიანებთან ურთიერთობის სტრატეგიების როლს წარმატების მიღწევაში.
ლიდერობა - აღმოაჩენთ თქვენს ლიდერულ სტილს და განივითარებთ ეფექტური ლიდერობის უნარებს.
მეწარმეობა - შეისწავლით მეწარმისთვის საჭირო ყველა იმ ძირითად უნარს, რომლებიც საჭიროა იდეის ინიცირებიდან იდეის რეალიზაციამდე.
პროგრამა დაფუძნებულია სომხეთში განხორციელებულ წარმატებულ ინიციატივაზე და ხორციელდება საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობის საფუძველზე, რაც მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას დაუკავშირდნენ კოლეგებს რეგიონის დონეზე და კონტაქტების დამყარებასთან ერთად ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად არ არის საჭირო:
** წინარე ბიზნეს გამოცდილება
** თანხის გადახდა - პროგრამა სრულად დაფინანსებულია
** ფიზიკური დასწრება - პროგრამა ხელმისაწვდომია ონლაინ
პროგრამის უპირატესობები:
** პროგრამა შეგძენთ პრაქტიკულ უნარებს მეწარმეობასა და ინოვაციაში
** პროგრამა ითვალისწინებს მენტორობის კომპონენტს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით
** პროგრამა დაგეხმარებათ იდეების გენერირებაში და პრეზენტაციაში.
ვინ შეიძლება დარეგისტრირდეს?
მასწავლებლები, ახალი კურსდამთავრებულები, ახალგაზრდები (განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები). შერჩევისას პრიორიტეტი ეძლევათ ქალებსა და ახალგაზრდებს.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია
პროგრამის ხანგრძლივობა: 80 საათი
გაიცემა სერტიფიკატი
გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ახლავე და არაუგვიანეს 15 ოქტომბრისა. იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია!
სარეგისტრაციო ბმული: https://zfrmz.com/XokCsDoAN5NQqBcVPJE3
კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: win4education@gipa.ge ან დაგვირეკეთ ტელეფონზე: 599 449 850
|
|
|
|