დასახელება:
პროდუქტის დიზაინერი
|
მომწოდებელი:
ნს სტუდიო
|
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
|
"NS PRODUCT" - არქიტექტურული სტუდია აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის დიზაინერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქტის დიზაინის შექმნა - კონცეფციიდან საბოლოო მოდელამდე
** ტექნიკური ნახაზების, სკეჩების, ესკიზებისა და 3D მოდელების მომზადება
** მასალების სელექცია და დამზადების სრულ პროცესში ჩართულობა
** შემსრულებლებთან კომუნიკაცია
** ბაზრის ტენდენციების კვლევა და ახალი დიზაინის იდეების შემუშავება
** საპრეზენტაციო და სხვადასხვა ტიპის გრაფიკული მასალის მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო ან უმაღლესი განათლება ინდუსტრიული დიზაინის მიმართულებით
** ამავე სფეროში მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება პროდუქტის დიზაინის მიმართულებით
** Rhino, SketchUp, Photoshop, InDesign, მაღალ დონეზე ცოდნა (დამატებით პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** ინგლისური ენის ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები და საჭირო თვისებები:
** ორგანიზებულობა
** ეფექტური კომუნიკაცია
** დროის ეფექტურად მართვა
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: 09:00-18:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ანაზღაურება შეთანხმებით; (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე);
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ CV და Portfolio ელ-ფოსტაზე: info@nsproduct.ge; გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|