Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=671908&print=yes&view=jobs
 
შოურუმის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შოურუმის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: გაბილდი
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
"გაბილდი" აცხადებს ვაკანსიას შოურუმის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

კარების იმპორტიორი კომპანია "გაბილდი" 2018 წლიდან ახორციელებს ბინაში შესასვლელი, ოთახშორისი და ცეცხლგამძლე კარების რეალიზაციას.

დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 3 შოურუმს შემდეგ ლოკაციებზე: თბილისი: ა.წერეთლის 115ა და ვ.ბაგრატიონის 5, აღმაშენებლის ხეივანი 66ბ.
ბათუმში: ა. პუშკინის #37

ძირითადი მოვალეობები:

** შოურუმის ყოველდღიური ოპერაციების მართვა და პროცესების კოორდინაცია
** გაყიდვების გუნდის (კონსულტანტების) ხელმძღვანელობა, მოტივაცია და შედეგებზე ორიენტირებული მართვა
** მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის ზედამხედველობა და გაუმჯობესება
** გაყიდვების გეგმების შესრულების მონიტორინგი და KPI-ების ანალიზი
** საწყობთან, ლოგისტიკასა და მონტაჟის სერვისებთან კოორდინაცია
** შეკვეთების, გრაფიკების და კალენდრის კონტროლი
** პროდუქციის პრეზენტაციის სტანდარტების დაცვა შოურუმში
** მენეჯმენტისთვის ყოველკვირეული ანგარიშგების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საცალო გაყიდვებში ან შოურუმის მართვაში
** გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელობის გამოცდილება — სავალდებულო
** ორგანიზაციული უნარები და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური კულტურის შენების უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, CRM — ჩაითვლება უპირატესობად)
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაცია, კონფლიქტების მართვის და გადაწყვეტილებების მიღების უნარი

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ფიქსირებული ანაზღაურება: 2000 ლარი + შესრულებული გეგმების მიხედვით ბონუსი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 10:00-19:00 - 1 საათი შესვენება
** კორპორაციული ტრენინგები გაყიდვებში, მენეჯმენტსა და პროდუქტების მიმართულებით
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ბრენდის ხედვაში ჩართულობა და კარიერული ზრდის პოტენციალი
** გარემო, სადაც შენი აზრი ბიზნესის განვითარებისთვის ფასეულია

რეზიუმეების მიღება მიმდინარეობს შემდეგ მისამართზე: hr@gabuild.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ საკონტაქტო ნომერზე : 577 28 77 07

განაცხადების მიღების ვადა: 2025 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია