Робота для біженців з України
ღამის ცვლის მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის ცვლის მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: SPAR Partner
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
"SPAR Partner" - "SPAR Georgia"-ს ოჯახის წევრი - აცხადებს კონკურსს ღამის ცვლის მოლარე-კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე.

** მისამართი: თბილისი (დიღმის მასივი; ალ. ყაზბეგის ქ; ვაჟა ფშაველა; კოსტავა; ფანასკერტელი; ინგოროყვა; წინამძღვრიშვილი; ჩიტაია; თამარ მეფის გამზ; ჭყონდიდლის ქ; მელიქიშვილის გამზ, თამარაშვილის ქ; კანდელაკის ქ; პ.იბერის ქ; მუხიანის ქ; ქერის ქ; ქავთარაძის ქ.) და წავკისი.
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** ანაზღაურება: 70 ლარი ცვლაში
** მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება თანამშრომელთა კვებაზე
** კომპანიაში გარდა ფიქსირებული სახელფასო სისტემისა, ასევე მოქმედებს საბონუსე სისტემა
** ასევე კომპანიაში დანერგილია შიდა თანამდებობრივი ზრდის პრაქტიკა
** კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, განვითარების შესაძლებლობას

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
** სალაროსთან მუშაობა;
** სავაჭრო დარბაზის პროდუქციით შევსება;
** პროდუქციის ვადების კონტროლი.

მოთხოვნები:

** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდურად მუშაობის უნარ-ჩვევები;
** მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების, კომპანიის შინაგანაწესის დაცვა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: tsiklaurinato35@gmail.com და სათაურის ველში "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "მოლარე-კონსულტანტი" ან დარეკოთ ტელ: 577 390 844

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე