დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Blue Waters
|
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
|
თუ გაქვს B2B მიმართულებით გაყიდვებში გამოცდილება, გყავს საკუთარი ავტომობილი და მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის "ბლუ უოთერსი"-ს გუნდში შენ გეძებთ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე!
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: Blue Waters
რა იქნება შენი მთავარი მიზანი: გაყიდვების გეგმების შესრულება.
მიზნის მისაღწევად დაგჭირდება:
** ბლუ უოთერსის პროდუქტის კარგი ცოდნა
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება
** გაყიდვების სრული ციკლის მართვა: მომხმარებელთან კომუნიკაციიდან პროდუქციის დამონტაჟებამდე.
** შეხვედრების დაგეგმვა (შესაძლებელია გასვლითი ვიზიტებიც)
** ბაზრის მოკვლევა და კონკურენტების ანალიზი
** CRM სისტემაში ანგარიშების შევსება
** დოკუმენტაციის მომზადება და მომხმარებლებისთვის გაზიარება (ხელშეკრულება, ინვოისი)
თანამშრომლობისას თავს კომფორტულად რომ გრძნობდე, გთავაზობთ:
კონკურენტულ ანაზღაურებას:
** ფიქსირებული 2000 ლარი.
** ბონუსი -2000 ლარი (საშუალოდ გენერირებული)
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** საწვავის და ავტომობილის ცვეთის ხარჯების ანაზღაურებას
** კორპორატიულ ნომერს და სატელეფონო ლიმიტს
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** შიდა ეფექტურ სასწავლო სისტემას
** CRM პროგრამაში მუშაობის შესაძლებლობას
** სამუშაო განაკვეთს: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე (1 სთ შესვენება)
** ანაზღაურებად შვებულებას - 24 სამუშაო დღე
გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება.
არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/CorporateSalesManager1/
აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
|
|
|
|