Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=671697&print=yes&view=jobs
 
ასისტენტი - Associate level 1
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ასისტენტი - Associate level 1
მომწოდებელი: ჯეპრა
გამოქვეყნდა: 03 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
საკონსულტაციო ჯგუფი "ჯეპრა" აცხადებს კონკურს მენეჯმენტ კონსალტინგის დეპარტამენტის ასისტენტის პოზიციაზე (Associate level 1). ჯეპრა 2002 წლიდან აქტიურად მუშაობს საქართველოს ბაზარზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში კონსულტაციებსა და მომსახურებაზე.

დღესდღეობით, "ჯეპრა" საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგული კომუნიკაციისა და ზოგადი სტრატეგიული კონსულტაციის სფეროში მომუშავე კერძო დამოუკიდებელი ბიზნეს კომპანიაა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კომპანიის ვებგვერდს: https://gepra.ge/ka/chven

პოზიცია: ასისტენტი (Associate level 1)
ადგილმდებარეობა: საქართველო, თბილისი, ალექსიძის №3
სამუშაოს ტიპი: ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა, (საჭიროების შესაბამისად, საგანმანათლებლო პროცესთან შეთავსებით)
ანაზღაურება: 1000 Gel (Net)

ფუნქცია-მოვალეობები:

** კვლევის ჩატარება და მონაცემების შეგროვება კლიენტის ინდუსტრიებზე, ბაზრებსა და კონკურენტებზე. მონაცემთა ანალიზში, ორგანიზაციულ დიაგნოსტიკაში დახმარება ტენდენციების, შესაძლებლობებისა და პოტენციური გამოწვევების გამოსავლენად
** პროექტის მართვაში მონაწილეობის მიღება და პროექტით გათვალისწინებული დოკუმენტების შემუშავება
** კლიენტებისთვის მასალების, ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება
** პროექტების ფარგლებში მონაცემთა შეგროვება, ანალიზი და რეკომენდაციების ფორმულირება
** კლიენტებთან კომუნიკაცია/ურთიერთობა
** სატენდერო წინადადებების, ტენდერების და ფასების სტრატეგიების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
** შიდა ორგანიზაციული სისტემების განვითარების ხელშეწყობა
** სამუშაო ეთიკისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვა
** დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში, სხვა დაკისრებული დავალებების შესრულება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: ბიზნეს ადმინისტრირება, მენეჯმენტი (მისაღებია აღნიშნული მიმართულებების დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც)
** ენები: ქართული ენაზე ზეპირი და წერითი კომუნიკაციის სრულყოფილი უნარები, ინგლისური ენის ზეპირი და წერითი კომუნიკაციის B2 დონზე ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამები: MS Office Word, MS Excel, MS Power Point პროგრამების კარგად ცოდნა
** საჭირო ცოდნა: საკონსულტაციო პროცესების, ბიზნესის განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის საბაზისო ცოდნა
** სამუშაო გამოცდილება (სასურველი): საკონსულტაციო, კვლევითი ან ბიზნესის განვითარების სფეროში სამუშაო გამოცდილება

საჭირო უნარები:

** ანალიტიკური და კვლევითი უნარები
** ძლიერი წერითი და პრეზენტაციული უნარები
** გუნდურად მუშაობის უნარი
** დროის მართვის უნარი
** კეთილსინდისიერება და სანდოობა

შერჩევა ჩატარდება სამ ეტაპად:

** კანდიდატების რეზიუმეების გადარჩევა პოზიციისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან მიმართებით;
** პანელური გასაუბრების ჩატარება შერჩეულ კანდიდატებთან
** გასაუბრებაზე შერჩეულ კანდიდატებს მიეცემათ დავალება და ვადა დავალების პრეზენტაციისთვის

საბოლოო გადაწყვეტილება (დადებითი და უარყოფითი) კანდიდატს ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

კანდიდატების რეზიუმეების დამუშავება მოხდება მხოლოდ კონკურსის მიზნებისთვის და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

მსურველებმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით, უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმის ყველა ველი და ატვირთონ რეზიუმე. კონკურსი მიმდინარეობს ე.წ. the rolling base-ის ფორმატით.
გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია