Робота для біженців з України
გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: დილაითი
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
"Delight" პრემიუმ განათების ბრენდია, რომელიც ექსკლუზიურად პარტნიორობს წამყვან ევროპულ მწარმოებლებთან და მომხმარებლებს, საცალო (B2C) და პროექტული (B2B) მიმართულებით სთავაზობს როგორც დეკორატიულ, ისე არქიტექტურულ, ინოვაციურ და ტექნიკურ განათებას. ჩვენი კლიენტები არიან დიზაინერები, არქიტექტორები, დეველოპერები და ყველა, ვინც სივრცეში განათებას მნიშვნელობას ანიჭებს.

"Delight" 2018 წელს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და კომპანია Insta-ს (https://www.insta.ge/ka/) - ოფიციალური ბრენდია.

"Delight" ევროპული ბრენდების ოფიციალური დილერია საქართველოში და წარმოდგენილი აქვს ისეთი ევროპელი მწარმოებლების ექსკლუზიური მოდელები, როგორებიცაა: Ideal Lux, Ferroluce, Market Set, JUNG, Made by Hand, Forestier, Karman, Zambelis, Nordlux, Faro და სხვა.

"Delight" წარმოდგენილია ორი შოურუმით თბილისსა და ბათუმში.

ჩვენს გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!

პოზიცია: გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო. საჭიროების შემთხვევაში მოუწევს მივლინებები
სამუშაო საათები: 9:00-18:00 (ორშ-პარ).
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას.
** მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს.
** არდის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს. (კომპანია უზრუნველყოფს სრულად დაფინანსებას)
** კორპორატიული ნომერი;
** საჭიროების შემთხვევაში კორპორატიული მანქანა
** Fitpass (თანადაფინანსება)

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების (საცალო და B2B) სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა და პროცესის მართვა.
** ბაზრის ტენდენციების, კონკურენტების და მომხმარებლის ქცევის საფუძვლიანი ანალიზი და შედეგების ინტეგრირება სტრატეგიულ გეგმებში.
** მსხვილ კლიენტებთან (პროექტები) ხელშეკრულების გაფორმებამდე ურთიერთობების მართვა.
** შეხვედრების და პრეზენტაციების დაგეგმვა, მოლაპარაკებების გამართვა.
** ბაზრის ანალიზის სისტემატიური რეპორტინგი მენეჯმენტთან: კლიენტები, კონკურენტები, ბაზრის/სეგმენტის ტენდენციები, შესაძლებლობები (Opportunities).
** CRM-ის დანერგვის პროცესში ჩართულობა კომპეტენციის შესაბამისად და შესაბამისი აღრიცხვის წარმოება.
** კლიენტების კმაყოფილების სისტემის შემუშავება და მართვა.
** სატენდერო დოკუმენტაციის მართვა.
** საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის წარმომადგენლობა გამოფენებზე, ღონისძიებებსა და შეხვედრებზე. როგორც ქვეყნის ფარგლებში ისე ქვეყნის გარეთ.
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. (პერიოდულად მათთვის გაყიდვების შიდა/გარე ტრენინგების ჩატარება, ცოდნის, სიახლეების გაზიარება);
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მოტივაციაზე ზრუნვა და მხარდაჭერა ინდივიდუალური და გუნდური მიზნების მისაღწევად;
** თანამშრომლებისათვის გეგმის და შესაბამისი KPI - ების შემუშავება;
** გუნდის შედეგების ანალიზი - ეფექტურობის გაზომვა და საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციების გავლა;
** ბიუჯეტისა და გაყიდვების პროგნოზების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება, მენეჯმენტი, მარკეტინგი);
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება-განხორციელების გამოცდილება;
** გუნდის მართვის და KPI სისტემების დანერგვის გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში მათ შორის, ხელმძღვანელ პოზიციაზე;
** სასურველია კანდიდატი ფლობდეს შესაბამის Network-ს არქიტექტორების დიზაინერების და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლების სფეროში;
** სასურველია მართვის მოწმობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: m.natroshvili@insta.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი".

ნებისმიერი პერსონალური მონაცემები, რომელიც შპს "ინსტა"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება თავად "ინსტაში" ან/და სხვა "ინსტას" პარტნიორ კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვისთვის შემოიფარგლება თქვენ მიერ გადმოგზავნილი CV-ითა და მასზე თანდართულ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში - კანდიდატის პერსონალური მონაცემები). თქვენი პერსონალური მონაცემები "ინსტას" ან/და სხვა "ინსტას" პარტნიორი კომპანიის მიერ შეგროვდება და დამუშავდება კონკრეტულ ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება 2 (ორი) წლის ვადით. ეს უკანასკნელი ემსახურება იმ ფაქტს, რომ თუ თქვენი განაცხადი არ იქნა განხილული იმ ვაკანსიაზე, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, "ინსტა" შეეცდება თქვენი პერსონალური მონაცემები გამოიყენოს/დაამუშაოს სხვა აქტიურ/მიმდინარე ვაკანსიებზე (როგორც შპს "ინსტაში", ასევე, სხვა "ინსტა" პარტნიორ კომპანიებში), რომელიც ხელს შეგიწყობთ კარიერული განვითარებასა და წინსვლაში. გაითვალისწინეთ, თქვენ მიერ თქვენივე პერსონალური მონაცემების "ინსტა"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ დეტალურად გაეცანით წინამდებარე შეტყობინების ტექსტის შინაარსს და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოხსენებული ფორმით. ყოველივე ზემოხსენებულზე თანხმობა არის წინაპირობა თქვენი განაცხადის შესაბამის ვაკანტურ ადგილზე განსახილველად. შენიშვნა: ნებისმიერ დროს თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მოითხოვოთ მათი შესწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და განადგურება. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ "ინტას"-ს შემდეგ საკონტაქტო მონაცემებზე:

ტელ.: + (995 32) 220-20-20

ვებ-გვერდი: https://www.delight.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე