დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ქარსფეისი
|
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
|
ავტოიმპორტიორი კომპანია "Carspace" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
"Carspace" გთავაზობთ სრულყოფილ მომსახურებას ავტომობილების იმპორტის სფეროში, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე დილერებისთვის.
ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს:
ავტომობილების შეძენას აშშ-ს საერთაშორისო აუქციონებიდან. ტრანსპორტირების სრულ მომსახურებას. საბაჟო პროცედურების სწრაფ და ეფექტიან მართვას. სერვისს დილერებისთვის, რაც მოიცავს ავტომობილების დიდი პარტიების შემოტანისა და განაწილების სრულ პროცესს.
"Carspace"-ის პრიორიტეტი ხარისხი, სანდოობა და დროული მომსახურებაა, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სასურველი ავტომობილი მარტივად და კომფორტულად.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი. 10:00-დან 18:00-მდე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N19
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (საშუალოდ 3000-5000 ლარი)
დასაქმებულს ვთავაზობთ:
** კორპორატიულ დაზღვევას - პაკეტის საფასურს ფარავს კომპანია
** პროფესიული ტრენინგების გავლის საშუალებას
** Fitpass
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პარტნიორ დილერებთან სატელეფონო ზარების მეშვეობით კომუნიკაცია;
** ბაზების მონიტორინგი და განახლება;
** საოპერაციო სისტემაში რეპორტების შეყვანა;
** შეხვედრების ორგანიზება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია ავტოიმპორტის გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული მახასიათებლები:
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მენეჯმენტი;
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე hr@carspace.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!
გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ქარსფეისი"-ს -ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზიუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
|
|
|
|