Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=671577&print=yes&view=jobs
 
საკვირაო სკოლის ფსიქოლოგი - რუსთავი, ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკვირაო სკოლის ფსიქოლოგი
მომწოდებელი: აზროვნების აკადემია
გამოქვეყნდა: 02 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
"აზროვნების აკადემიის" საკვირაო სკოლის ფსიქოლოგის ვაკანსია რუსთავსა და ზუგდიდში.

ვაკანსიის აღწერა

"აზროვნების აკადემიის" საკვირაო სკოლა აერთიანებს შემეცნებით, შემოქმედებით და გასართობ აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავს მოზარდების კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და ლიდერობის უნარების განვითარებას.

"აზროვნების აკადემიის" საკვირაო სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://kids.azraki.ge/

ფუნქცია-მოვალეობები:

** განსაზღვრული სასწავლო- განმავითარებელი კურსის ფარგლებში შეხვედრების დაგეგმვა და საქართველოს განსაზღვრულ რეგიონებში (ფილიალებში) შეხვედრის ჩატარება;
** განხორციელებული შეხვედრების ანგარიშების მომზადება და შესაბამის ბაზაში დროული განთავსება;
** აზროვნების აკადემიაში არსებული სტანდარტის გათვალისწინებით, კურსის მოდულების, სილაბუსების შექმნაში მონაწილეობა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებისა და მოზარდებისთვის;
** ახალი გამოცემების, სტატიებისა და სწავლების ინსტრუმენტების ძიება, გაცნობა, მათი შეძენის საჭიროების დროული დადგენა;
** ახალი სასწავლო ინსტრუმენტების, სავარჯიშოების პრაქტიკაში ადაპტირება და დანერგვა;
** მიმართულების განვითარების მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** სასწავლო პროცესში არსებული რთული შემთხვევების, ინციდენტების დაფიქსირება და ამ საკითხებზე სუპერვიზორის ინფორმირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: ფსიქოლოგიის მიმართულებით ბაკალავრის ან/და მაგისტრის ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება: სასურველია ბავშვებთან მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება. არაფორმალური განათლების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

კომპეტენციები და უნარები:

** ბავშვთა განვითარების თავისებურებების ცოდნა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის უნარი.
** ეფექტური კომუნიკაცია ბავშვებთან, მშობლებთან და პედაგოგებთან.
** კონფლიქტებისა და სტრესული სიტუაციების მართვის უნარი.
** პასუხისმგებლობა, ეთიკურობა და გუნდში მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო ადგილი: რუსთავი და ზუგდიდი.
სამუშაო გრაფიკი: შაბათ-კვირა
ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე hr@azraki.ge და ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება და ქალაქი, სადაც გსურთ დასაქმება - (ზუგდიდი ან რუსთავი)

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31 ოქტომბერი, 2025 წ.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "აზროვნების აკადემია მოზარდებისთვის" მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენი მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის - თუ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია