დასახელება:
მიმტანი
|
მომწოდებელი:
სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა
|
გამოქვეყნდა: 01 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
|
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე, ქ. თბილისში.
ძირითადი მოთხოვნები:
** საშუალო/პროფესიული განათლება;
** 1 (ერთწლიანი) სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციებზე;
** კეთილგანწყობილი და მეგობრული დამოკიდებულება სტუმრებთან.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ღონისძიებებისა და ფურშეტების სუფრის სწორად გაწყობა და სერვირება;
** მომზადებული კერძების, დესერტებისა და სასმელების სერვირება, ასევე, მათი საპრეზენტაციო ადგილზე სწორად განლაგება;
** სტუმრების დახვედრა და მომსახურება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** სუფრაზე საკვებისა და სასმელის შევსება;
** ღონისძიების განმავლობაში სუფრის სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი;
** არსებული სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
** სუფრის და სამუშაო ადგილის მოწესრიგება ღონისძიების დასრულების შემდეგ;
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დისციპლინირებული/პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ჯანსაღ სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს;
სამუშაო გრაფიკი: მოძრავი;
ანაზღაურება: შეთანხმებით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122, 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
|
|
|
|