Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=671118&print=yes&view=jobs
 
რისკების მართვის განყოფილების უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რისკების მართვის განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: თიბისი ფეი
გამოქვეყნდა: 01 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 01 ნოემბერი
"თიბისი ფეი" აცხადებს ვაკანსიას რისკების მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

ანგარიშვალდებულება: CEO

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - ხუთშაბათი 10:00 - 19:00 / პარასკევი 10:00 - 17:00
სამუშაო ადგილი: თიბისი ფეის სათაო ოფისი

15 წელზე მეტია, "თიბისი ფეი" ერთ-ერთი უმსხვილესი საგადახდო მომსახურების პროვაიდერია საქართველოში. კომპანია სრულადაა ფოკუსირებული მომხმარებელზე და გადახდის პროცესის მაქსიმალურად გამარტივებასა და დახვეწას ისახავს მიზნად. "თიბისი ფეის" საშუალებით, მომენტალური გადახდები დღეს ხელმისაწვდომია ყველგან და ყველასთვის, 24 საათის განმავლობაში. "თიბისი ფეის" ქვეყნის მასშტაბით აქვს 4, 000- ზე მეტი თვითმომსახურების ტერმინალი და ვებგვერდი https://www.tbcpay.ge აქვს, აღნიშნულ პლატფორმებზე სერვისების დიდი მრავალფეროვნებაა, აქტიური სერვისების რაოდენობა კი 1, 000-ს აღემატება. კომპანიის მიზანია, შეინარჩუნოს სწრაფი გადახდების ლიდერის პოზიცია და კიდევ უფრო განავითაროს პროფესიონალთა გუნდი.

ძირითადი საქმიანობა:

** საოპერაციო რისკების მართვის ჩარჩოს განვითარება: რისკების პოლიტიკების, პროცედურებისა და ჩარჩო დოკუმენტების შემუშავება, რეგულარული გადახედვა და განვითარება;
** რისკების კომიტეტის მართვა;
** შიდა კონტროლის მართვის ჩარჩოსა და სტრატეგიის შემუშავება და განვითარება;
** კონტროლის ეფექტურობის შეფასება, მათ შორის ტესტირების გზით და კონტროლის გარემოს მუდმივად გაუმჯობესება;
** რისკის აპეტიტის ჩარჩო დოკუმენტის შექმნა, განვითარება და მონიტორინგი და თიბისი ჯგუფთან ანგარიშგება;
** პროცესებისა და პროდუქტების თანმდევი რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და ანალიზი;
** რისკის მიტიგაცია - რისკების შემცირებისა და თავიდან აცილების რეკომენდაციების მომზადება, მათი შესრულების მონიტორინგი და შედეგების შეფასება;
** ვენდორებისა და აუთსორსული მომსახურებების რისკების ანალიზი და მიტიგაცია;
** ახალი პროდუქტების და პროცესების რისკების შეფასება და მიტიგაცია;
** საოპერაციო ინციდენტების მართვა: ინციდენტების გამომწვევი მიზეზების კვლევა, სამოქმედო გეგმის შემუშავება და შესრულების კონტროლი;
** რისკების რეესტრის, და პროგრამებზე წვდომის მატრიცის წარმოება;
** RCSA-ს, დაგეგმვა, ჩატარება და საექსპერტო რჩევების მიწოდება ბიზნესისთვის, რომელიც დაკავშირებულია საოპერაციო და შესაბამისობის რისკების მიტიგაციასთან;
** KRI-ების (Key Risk Indicators) განსაზღვრა, განვითარება და მონიტორინგი;
** რისკების ინციდენტების რეპორტინგი და მართვა;
** ინკასაციის მონიტორინგის ჯგუფისა და პროცესის მართვა;რისკების მიტიგაციის ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება მენეჯმენტთან;
** რისკების ცნობადობისა და კულტურის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა;
** რისკების მართვასთან დაკავშირებული სწავლების და ტრენინგების ორგანიზება, კოორდინაცია და განხორციელება;
** თიბისი ჯგუფის რისკების მართვის პოლიტიკებისა და პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** თიბისი ჯგუფის რისკების მართვის ფუნქციებთან კოორდინაცია;
** კომპანიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტიანი კომუნიკაცია და თანამშრომლობა;

კომპეტენციები და უნარები:

** ფინანსურ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება;
** საოპერაციო რისკების, შიდა კონტროლის, აუდიტის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ბაკალავრის/მაგისტრის აკადემიური ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების ან სამართალმცოდნეობის მიმართულებით
ლიდერობის უნარი და გუნდის მართვის გამოცდილება
** სტრატეგიული ხედვის უნარი და სისტემური აზროვნება
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი.
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დამოუკიდებლობა და გადაწყვეტილების მიღების უნარი
** ცვლილებების მიმართ მოქნილი;
** ძლიერი კომუნიკაციის, მოლაპარაკების და თანამშრომლობის უნარი;
** ეთიკისა და სამართლიანობის მაღალი სტანდარტები.
** ინგლისური ენა - C1

რეზიუმეს განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: vacancy@Tbcpay.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება " რისკების მართვის განყოფილების უფროსი".

გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს "თიბისი ფეი" (ს/კ 204559361, რეგისტრაციის მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის 7), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად, მონაცემთა დამუშავების მიზანია ვაკანსიის (მათ შორის სამომავლო ვაკანსიის) მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, მონაცემთა მითითებული ვადით შენახვა ხორციელდება შპს "თიბისი ფეის" კუთვნილი სათანადო ლიცენზიის ფარგლებში "Microsoft 365"-ის ღრუბლოვან სისტემაში.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, რისთვისაც მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე info@tbcpay.ge.

შპს "თიბისი ფეი", როგორც მზარდი ორგანიზაცია ეყრდნობა თანაბარი მოპყრობის პრინციპებს, დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს, კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით, მათ შორის: რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის, ან ასეთის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი: 032 2 27 27 47 ან *2747; ელ ფოსტა: info@tbcpay.ge ან ანონიმური მხილების გზით: https://tbcpay.ge/anonymous-reporting შპს "თიბისი ფეი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია