დასახელება:
ფარმაცევტი
|
მომწოდებელი:
ავერსი
|
გამოქვეყნდა: 01 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
|
კომპანია "ავერსი" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე ქ. თბილისში
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებელთა მაღალხარისხიანი მომსახურება; ფარმაცევტული კონსულტირება;
** მომხმარებელთათვის მოთხოვნილი მედიკამენტების ფასის, ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება; საჭიროების შემთხვევაში, შემცვლელი მედიკამენტების შეთავაზება;
** პროდუქციის ნაშთების კონტროლსა და შიდა აღწერის პროცესებში მონაწილეობა.
** პროდუქციის განთავსება მათთვის განკუთვნილ ადგილზე (ინსტრუქციების შესაბამისად)
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფარმაცევტული/სამედიცინო/ საბუნებისმეტყველო, ჯანდაცვის მიმართულებით ან საშუალო სპეციალიზებული სამედიცინო განათლება;
** სასურველია აფთიაქში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენის ფლობა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; თავაზიანობა, სწრაფი რეაგირების უნარი; გაწონასწორებულობა
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 30.10.2025 წელი
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 577571116; 577 362308
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/R6xOJZLYy6
|
|
|
|