Робота для біженців з України
ექთნები საქართველოდან გერმანიაში დასაქმებისთვის - გერმანია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექთნები საქართველოდან გერმანიაში დასაქმებისთვის
მომწოდებელი: MyTalent.io
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
ექთნები საქართველოდან გერმანიაში დასაქმებისთვის

ჩვენ ვეძებთ კვალიფიციურ ექთნებს საქართველოდან საავადმყოფოებისთვის, მოხუცებულთა თავშესაფრებისთვის და რეაბილიტაციის დაწესებულებებისთვის მთელი გერმანიის მასშტაბით. "mytalent.io" იქნება შენი სანდო მეგზური პირველი კონტაქტიდან სამსახურის დაწყებამდე, და ეს ყველაფერი შენი მხრიდან რაიმე გადასახადის გარეშე.

დღესვე შეავსე განაცხადი: https://career.mytalent.io/de/medical/?source=jobsge

ჩვენ შესახებ

"mytalent.io" საერთაშორისო პროფესიონალებს გერმანიაში სანდო დამსაქმებლებთან აკავშირებს. ჩვენ წლებია ვთანამშრომლობთ საქართველოსა და გერმანიაში გუნდებთან და ვიცით პრაქტიკული ნაბიჯები, რომლებიც წარმატებული დასაწყისისთვის გჭირდებათ - განაცხადის შეტანიდან, ენობრივი უნარებიდან და აღიარებიდან დაწყებული სამსახურში ინტეგრაციით დამთავრებული. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სამართლიანი, გრძელვადიანი დასაქმება მკაფიო პროცესებით, ერთგული საკონტაქტო პირითა და გამჭვირვალე კომუნიკაციით.

პოზიციები და დანიშნულების სფეროები:

** გერმანელ დამსაქმებლებთან პირდაპირი მუდმივი დასაქმება (დროებითი დასაქმების მოდელის გარეშე)
** პროფილის მიხედვით, დასაქმება გადაუდებელი დახმარების საავადმყოფოებში, მოხუცებულთა და რეაბილიტაციის დაწესებულებებში

ანაზღაურება (საორიენტაციო)

** საწყისი ანაზღაურება: დაახლ. 2.800 - 3.300 ევრო თვეში დარიცხული
** საშუალო ანაზღაურება: დაახლ. 3.300 - 4.000 ევრო თვეში დარიცხული
** პროფესიული გამოცდილებით და სპეციალიზაციის შემთხვევაში: 4.000 ევრო თვეში დარიცხული და მეტი
** ბევრ დაწესებულებაში დამატებითი ანაზღაურება ღამის და შაბათ-კვირის ცვლებში მუშაობისთვის

მოთხოვნები:

** დასრულებული, მინიმუმ სამწლიანი და საქართველოში სახელმწიფოს მიერ აღიარებული საექთნო განათლება
** პროფესიული გამოცდილება, იდეალურ შემთხვევაში მინიმუმ 2 წელი
** ენის ცოდნა: განაცხადის შემოტანა შესაძლებელია ენის ცოდნის გარეშე
** სამსახურის დაწყებისთვის: გერმანული ენის დონე მინიმუმ B1 (სერტიფიკატი).
** თუ გერმანულის B1 დონის ცოდნით ნებადართული იქნება შენი გამგზავრება გერმანიაში, ჩასვლის შემდგომ დაახლოებით 3 თვის მანძილზე წარადგენ B2 სერტიფიკატს (დამოკიდებულია დამსაქმებელზე და მოთხოვნებზე).

შეგიძლია ახლავე გამოაგზავნო აპლიკაცია. ჩვენ შევამოწმებთ შენს პროფილს ინდივიდუალურად და დავგეგმავთ შემდეგ ნაბიჯებს.

ენის სწავლის დაფინანსება და ხარჯების ანაზღაურება

ჩვენი მხარდაჭერა შენთვის უფასოა. დამატებით მოხდება შენი ხარჯების ანაზღაურება - მთლიანობაში 2.256 ევრომდე

ენის სწავლის დაფინანსება (ანაზღაურება 1.718 ევრომდე)

** გერმანულის კურსი A1-B1: 900 ევრომდე
** აღიარებული B1 გამოცდა: 259 ევრომდე
** გერმანულის კურსი B2: 300 ევრომდე
** აღიარებული B2 გამოცდა: 259 ევრომდე

ვიზის პროცედურისთვის დამატებითი ანაზღაურება - 538 ევრომდე

ლეგალიზაცია / ცნობები, დამოწმებები საელჩოსთვის, დოკუმენტაციის გაგზავნა, ვიზა, ანგარიშის გახსნა, სავალდებულო აცრები.

ანაზღაურების თანხების დაბრუნების მოთხოვნის საფუძველზე ხდება, ჩვეულებრივ, სამუშაოდ დაწყების შემდეგ; გამოცდების ღირებულება ჩვეულებრივ აუნაზღაურდება მხოლოდ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.

შენიშვნა:

ანაზღაურება, როგორც წესი, ხორციელდება დასაქმების დაწყების შემდეგ კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე; გამოცდების ხარჯებში, როგორც წესი, ანაზღაურდება ერთი ცდა წარმატებით ჩაბარების შემდეგ.

პროცესი

1. ონლაინ რეგისტრაცია და რეზიუმეს ატვირთვა
2. დოკუმენტების გადამოწმება და პირადი გასაუბრება
3. შესაბამის დამსაქმებლებთან წარდგენა, ინტერვიუსთვის მომზადება და მხარდაჭერა
4. ვიზა, სამუშაო ნებართვა, აღიარება, პარალელურად თუ იქნება საჭიროება B2-კურსი და გამოცდა
5. გერმანიაში ჩამოსვლა და მუშაობის დაწყება; მხარდაჭერა გამოცდის წარმატებით ჩაბარებამდე (მიზანი: 12 თვის განმავლობაში)

შენი უპირატესობები:

** განაცხადის შემოტანა და მხარდაჭერა სამსახურის დაწყებამდე ყოველგვარი საფასურის გარეშე
** საკონტაქტო პირი და გამჭვირვალე პროცესები
** სანდო დამსაქმებლები გერმანიის მასშტაბით
** მხარდაჭერა აღიარების პროცესის, ვიზის მიღების, ჩამოსვლის, დაბინავებისა და ინტეგრაციის დროს.
** ენის, პროფესიული და ინტეგრაციის მოსამზადებელი პროგრამები სანდო საგანმანათლებლო პარტნიორებთან ერთად

განაცხადი

დარეგისტრირდი ონლაინ და ატვირთე შენი რეზიუმე. დაწყება ენის ცოდნის გარეშეც შეგიძლია - ჩვენ შენთან ერთად დავგეგმავთ შემდეგ ნაბიჯებს და მიზანმიმართულად მოგამზადებთ B1-სთვის სამუშაოს დაწყებისთვის და შემდგომ B2-სთვის.

დღესვე შეავსე განაცხადი: https://career.mytalent.io/de/medical/?source=jobsge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე