Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=670726&print=yes&view=jobs
 
მოხალისე - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოხალისე
მომწოდებელი: საზოგადოება ბილიკი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი
თანდართული ფაილი: 670726_Biliki_Society___Application_Form_8677368.zip
"საზოგადოება ბილიკი" მოხალისეობის პროგრამის ფარგლებში აცხადებს მოხალისეების მიღებას გორში!

"საზოგადოება ბილიკი" არის ადგილობრივი, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 1997 წლის მაისში დაფუძნდა შიდა ქართლში. ორგანიზაცია მუშაობს მოწყვლად ჯგუფებთან.

მისია: "საზოგადოება ბილიკი" ემსახურება თემის კეთილდღეობის ამაღლებას, თემში მცხოვრები სხვადასხვა ჯგუფების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარებითა და პასუხისმგებლობიან მოქალაქეებად მათი ჩამოყალიბების ხელშეწყობით.

ხედვა: ჩვენი ხედვაა ძლიერი, დამოუკიდებელი ადგილობრივი თემი, რომლის წევრებსაც გააჩნიათ სათანადო ცოდნა და გამოცდილება იმისთვის, რომ დროულად შეძლონ თემში არსებული გამოწვევების, საჭიროებების დადგენა და მათი ერთობლივი ძალისხმევით მოგვარება

მოხალისეობის პროგრამის მიზნებია:

** "საზოგადოება ბილიკში" შეიქმნას მოტივირებულ და კვალიფიციურ მოხალისეთა ბაზა
** მოხდეს ახალი პროგრამების მხარდაჭერა და ახალგაზრდების მიერ შეტანილი წვლილით "ბილიკის" პროგრამული სისტემის გამდიდრება
** სტუდენტებისათვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის სამუშაო გამოცდილების შეთავაზება
** მოხალისეობის დანერგვა საქართველოში.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** ორგანიზაციაში უნდა იმუშაონ კვირაში მინიმუმ 4 საათი და მონაწილეობა მიიღონ
** ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში
** იმუშაონ მთლიანი პროგრამის განმავლობაში (დაახლოებით 4 თვე)
** იმუშაონ ფულადი ანაზღაურების გარეშე
** სასურველია უცხო ენების ცოდნა

"საზოგადოება ბილიკი" აცხადებს მოხალისეების მიღებას შემდეგ სამსახურებში:

** საგანმანათლებლო სტუდია (ფორმალური, არაფორმალური, ინგლისური ენა)
** ფსიქოლოგიური სამსახური
** შემოქმედებითი სტუდია (ცეკვა, სიმღერა, ქარგვა, ხატვა)
** საკლუბო მუშაობა (ტრენინგების შეთავაზება ახალგაზრდებისთვის, კლუბის ხელმძღვანელის დახმარება)

დაინტერსებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV და სააპლიკაციო ფორმა შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: societybiliki@gmail.com, გთხოვთ, subject-ში მიუთითეთ "მოხალისეობის ვაკანსია". ასევე შეგიძლიათ, საბუთები წარმოადგინოთ "საზოგადოება ბილიკში": გორი, რუსთაველის ქ. # 28.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 14 ოქტომბერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია