Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=670190&print=yes&view=jobs
 
მოსწავლე-მექანიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოსწავლე-მექანიკოსი
მომწოდებელი: სკანდინავიან ავტო თეგეტა
გამოქვეყნდა: 26 სექტემბერი / ბოლო ვადა: 26 ოქტომბერი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 28 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანია "სკანდინავიან ავტო თეგეტა" "ვოლვოს" სახელით აცხადებს ვაკანსიას მოსწავლე-მექანიკოსის პოზიციაზე დასაქმების პერსპექტივით.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** მექანიკოსის ზედამხედველობით, სერვის ცენტრში შემოსული მსუბუქი ავტომობილებისთვის სავალი და სწრაფი სერვისების მიმართულებით მომსახურების გაწევა;
** სარემონტო სამუშაოების პროცესში ჩართულობა;
** სამუშაო ინსტრუმენტების მოწესრიგება.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** საავტომობილო ინდუსტრიის მიმართ ინტერესი;
** ავტომობილის აგებულების სრულყოფილად შესწავლის სურვილი;
** პროფესიონალ მექანიკოსად ჩამოყალიბების სურვილი.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

"თეგეტაში" დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-cars/detail-view?vacancyId=1334

"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია