Робота для біженців з України
არასამედიცინო ზარალების რეგულირების დეპარტამენტის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არასამედიცინო ზარალების რეგულირების დეპარტამენტის უფროსი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 26 სექტემბერი / ბოლო ვადა: 26 ოქტომბერი
კომპანია "უნისონი", რომელიც ჩართულია სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით, ეძებს არასამედიცინო ზარალების რეგულირების დეპარტამენტის უფროსს.

სამუშაოს ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. N19
სამუშაო საათები: 09:30-18:30
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:

1. სტრატეგიული დაგეგმვა და მართვა:

** ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას კომპანიის საერთო სტრატეგიის შესაბამისად.
** ანაწილებს დავალებებს და მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის, უზრუნველყოფს მათი შესრულების ხარისხსა და ვადებს.
** ახდენს დეპარტამენტის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო პრობლემების იდენტიფიცირებას და ამზადებს რეკომენდაციებს მენეჯმენტის წინაშე.
** ლოკალურად მართავს დეპარტამენტში წამოჭრილ ნებისმიერ პრობლემას, ხოლო ასეთი შესაძლებლობის არარსებობის შემთხვევაში, აყენებს საკითხს მენეჯმენტის წინაშე მისი მოგვარების მიზნით.
** პასუხისმგებელია ზარალების რეგულირების ვადებზე და დეპარტამენტის მიერ გაწეული მომსახურების მონიტორინგზე.
** უზრუნველყოფს კომპანიის მიერ დაგეგმილი ზარალიანობის ნიშნულის მიღწევა/შენარჩუნებას.

2. პროცესების მართვა და კონტროლი:

ზარალების მენეჯერის მომზადებული დასკვნის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს:

** კლიენტთან გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას.
** კლიენტთან გაფორმებულ კონკრეტულ სადაზღვევო პირობებს.
** საქართველოს სამოქალაქო კოდექსს (დაზღვევის შესახებ კანონს).
** დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოცემულ შესაბამის ნორმატიულ აქტებს.
** ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებულ უფლებას და ა.შ.
** ახორციელებს დეპარტამენტის მიერ მომზადებული ყოველთვიური ანგარიშის მონიტორინგს და მის წარდგენას მენეჯმენტის წინაშე.
** უზრუნველყოფს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ შესრულებულ სამუშაოზე კონტროლს.

3. პარტნიორული ურთიერთობების მართვა:

დეპარტამენტის გამართული ფუნქციონირებისათვის უზრუნველყოფს:

** სერვის ცენტრებთან, მათ შორის ავტორიზებულ სერვის ცენტრებთან, ასევე ავტონაწილების მომწოდებელ კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოებას ეფექტური პირობების მიღების მიზნით.
** კომპანიის იურიდიული დეპარტამენტის ჩართულობით, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმებას.
** ავტო, ქონების, აგრო და ა.შ. მიმართულებით საშემფასებლო (საექსპერტო) მომსახურების გამწევ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმებას და ახორციელებს მონიტორინგს შესრულებული სამუშაოს ხარისხის კუთხით.

4. რისკების და უსაფრთხოების მართვა:

დამზღვევის/კლიენტის/უფლებამოსილი მძღოლის მიერ განზრახ შემთხვევის გაყალბებისას, იურისტების ჩართულობით, უზრუნველყოფს სამართალდამცავ ორგანოებში საჩივრის მომზადებას და წარდგენას, კომპანიის ინტერესების დაცვას.

5. განვითარება და ანგარიშვალდებულება:

** დეპარტამენტის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო განხორციელებელ ბრძანებათა გამოცემის მოთხოვნით მიმართავს აღმასრულებელ დირექტორს.
** ხელს აწერს და ადასტურებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, პასუხისმგებელია მათი შესრულების ხარისხსა და სისწორეზე.
** პასუხისმგებელია ზარალების რეგულირების ვადების დაცვაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება და პროფესიული ცოდნა:

** უმაღლესი განათლება, სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური მიმართულებით.
** სადაზღვევო სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზის (დაზღვევის შესახებ კანონი, სამოქალაქო კოდექსი, შესაბამისი ნორმატიული აქტები) სიღრმისეული ცოდნა.
** სასურველია უცხო ენის ცოდნა (ინგლისური B2 დონე და რუსული საკომუნიკაციო დონე).
** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office, სადაზღვევო პროგრამული უზრუნველყოფა) ცოდნა.

სამუშაო გამოცდილება: არასამედიცინო ზარალების მართვის ან მსგავს მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება.

კომპეტენცია და უნარები:

** ლიდერის, ორგანიზატორის, მენეჯერისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
** პრეზენტაბელურობა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** დროის ეფექტური მართვის უნარი.
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
** ინიციატივიანობა და სიახლეების სწავლის უნარი.
** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** პროფესიული ზრდისკენ სწრაფვა.
** სამუშაო გარემოსთან და გუნდში სწრაფი ადაპტაციის უნარი.
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი.
** დისციპლინა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "არასამედიცინო ზარალების რეგულირების დეპარტამენტის უფროსი".

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.

გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.

თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე