Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=670142&print=yes&view=jobs
 
სასწავლო პროცესის დაგეგმვისა/სტუდენტთა წარმატების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასწავლო პროცესის დაგეგმვისა/სტუდენტთა წარმატების მენეჯერი
მომწოდებელი: სქილვილ
გამოქვეყნდა: 26 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
"სქილვილის" კოლეჯი აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და სტუდენტთა წარმატების მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: ბათუმი

ფუნქცია-მოვალეობები:

** აორგანიზებს სასწავლო პროცესს;
** კონტროლს უწევს პროფესიული განათლების მასწავლებლების/პროგრამის განმახორციელებელი პირების/ პროგრამის ხელმძღვანელების/ტრენერების საქმიანობას;
** მონაწილეობას იღებს პროფესიული განათლების მასწავლებლების/პროგრამის ხელმძღვანელების/პროგრამის განმახორციელებელი პირების/ტრენერების კონსულტირებაში სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის საკითხებთან დაკავშირებით;
** შეიმუშავებს და ასახავს სასწავლო ცხრილებს LMS სისტემაში სასწავლო გეგმის გათვალისწინებით;
** ატარებს ჯგუფურ/ინდივიდუალურ საინფორმაციო შეხვედრებს პროფესიული სტუდენტებისთვის/მსმენელებისთვის LMS სისტემის შესახებ;
** კონტროლს უწევს შეფასების პროცესის მიმდინარეობას;
** აგროვებს მოდულით გათვალისწინებული მასალა-ნედლეულის შესახებ ინფორმაციას და აწვდის სასწავლო პროცესის მენეჯერს;
** მონაწილეობას იღებს სსსმ პროფესიული სტუდენტების/მსმენელების სასწავლო პროცესში ადაპტირების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებში;
** აღრიცხავს პროფესიული განათლების მასწავლებლების/პროგრამის განმახორციელებელი პირების/პროგრამის ხელმძღვანელების/ტრენერების მიერ ჩატარებულ საათებს და აწვდის ინფორმაციას სასწავლო პროცესის მენეჯერს;
** უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტებისთვის/მსმენელებისთვის სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას;
** ჩართულია პროფესიული განათლების მასწავლებლების/პროგრამის ხელმძღვანელების/პროგრამის განმახორციელებელი პირების/ტრენერების, პროფესიული სტუდენტების/მსმენელების სასწავლო/სამუშაო გარემოსთან ადაპტაციის პროცესში;
** ორგანიზებას უწევს პროფესიული სტუდენტებისთვის/მსმენელებისთვის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესების მიზნით კონსულტაციების ჩატარებას;
** საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისა და კოლეჯის მისიის, ხედვისა და მიზნების მიღწევის პროცესში აქტიურად თანამშრომლობს კოლეჯის სხვა პერსონალთან;
** ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს, რომელიც დაკავშირებულია სქილვილის ყოველდღიური საქმიანობის, მოქმედი კანონმდებლობისა და კოლეჯის შიდა სამართლებრივი აქტების მოთხოვნებთან;
** ასრულებს კოლეჯის ხელმძღვანელის სხვა დავალებებს, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** სასწავლო პროცესის დაგეგმვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება
** სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** ეფექტური კომუნიკაცია;
** დეტალებზე ორიენტირება;
** სხვადასხვა დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** პროცესების დაგეგმვის და მართვის უნარი.
** ადაპტაცია და მოქნილობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ბათუმი;
** სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 19:00;
** არჩეულ კანდიდატს გაუფორმდება შრომითი ხელშეკრულება, 6 თვიანი საგამოცდო ვადით.
** ვაკანტური ადგილი: 1.

კანდიდატის შერჩევის ეტაპები:

** კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადების გადარჩევა;
** შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
** კონკურსის შედეგების განსაზღვრა.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

გადაწყვეტილება მიიღება კომისიური წესით, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 30 ნოემბრისა.

დოკუმენტების მიღების ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი, 2025 წელი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, დოკუმენტების მიღების ვადაში გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, განათლების და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მეილზე: a.idadze@skillwill.edu.ge, საბჯექთში მიუთითეთ პოზიციის სახელი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია