Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=670136&print=yes&view=jobs
 
სამუშაოთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: მონოლით ჯგუფი
გამოქვეყნდა: 26 სექტემბერი / ბოლო ვადა: 26 ოქტომბერი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "მონოლით ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის (პრარაბი) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად.

ძირითადი ფუნქციები:

** სამუშაოთა წარმოების გეგმარებისა და გრაფიკების შემუშავება და კონტროლი;
** სამუშაოთა პროცესის ორგანიზება თანმიმდევრულად, შეუფერხებლად და ტექნოლოგიების დაცვით;
** სამშენებლო ობიექტზე ყველა შემსრულებლის მოქმედებების კოორდინირება (მშენებელი, დამხმარე, კონტრაქტორები)
** ობიექტზე მასალების, ხელსაწყოების და მექანიზმების დროული შეკვეთის ორგანიზება და მიწოდების უზრუნველყოფა;

ტექნიკური ვალდებულებები:

** პროექტის კონსტრუქციული, არქიტექტურული, საინჟინრო და ტექნიკური დოკუმენტაციების ცოდნა;
** შესრულებული სამუშაოს მუდმივი კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელისა და ტექნიკური ზედამხედველის მითითების შესრულება;
** ყოველდღიური რეპორტინგი;

უსაფრთხოების ვალდებულებები:

** უსაფრთხოების ტექნიკისა და შრომის უსაფრთხოების დაცვის წესების შესრულება;
** სამშენებლო ობიექტზე მუშა-პერსონალის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა;
** სახიფათო სამუშაოების (სიმაღლეზე, ელექტროობაზე, ამწე-მექანიზმზე, ელექტრო და ასაწყობ ხარაჩოზე) კონტროლი;
** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მიერ მითითებული დავალებების შესრულება;
** საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში დროული რეაგირება, მაგ: (ინციდენტი, ავარია, ტრამვა, დაუმორჩილებლობა).
** დოკუმენტაციის მართვა
** სამუშაოთა დღიურის წარმოება და ყოველდღიური შესრულების ასახვა;
** შუალედური ანგარიშის მიწოდება დამკვეთისთვის;
** მომსახურების ფორმა -1 ის მომზადება (დამხმარე პერსონალი, ხელოსნები, კონტრაქტები)
** მიღებული მასალის ხარისხის კონტროლი (მიღებული მასალის უხარისხობის შემთხვევაში დროული რეაგირება საწყობისა და პროექტის მენეჯერთან)
** შესრულებული სამუშაოების ფორმა -1 ის წარმოება;
** ფორმა 2 - ის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობაში
** აღნიშნულ პოზიციაზე არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (AutoCAD, ArchiCAD, Micorsoft Office).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@monolith.ge. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მოწოდებით, თქვენ ეთანხმებით შპს "მონოლით ჯგუფი პლუსის" და მისი ჯგუფის კომპანიების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას თქვენი დასაქმების მიზნებისთვის და ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა, ასევე დამუშავდეს, ჩვენს ორგანიზაციაში მომავალ სამუშაო შესაძლებლობებზე ინფორმირებისა ან სხვა პოზიციაზე დასაქმების მიზნით, თუ თქვენი მხრიდან არ არის მსგავს შემთხვევებზე თანხმობა გამოხმობილი.

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს უსაფრთხოდ, ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ შესაბამისი პერსონალისთვის და ისინი შეინახება გონივრული ვადით. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი მონაცემების სისწორეზე, ნებისმიერმა ცრუ ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი განაცხადის უარყოფა ან დასაქმების შემდგომ დისციპლინური პასუხისმგებლობა.

თქვენ გაქვთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული ყველა უფლებამოსილება. თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით შეკითხვების/მოთხოვნების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე: hr@monolith.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია