Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ევროპული ფარმაცევტული კომპანია
გამოქვეყნდა: 26 სექტემბერი / ბოლო ვადა: 26 ოქტომბერი
ევროპული ფარმაცევტული კომპანია ეძებს ენერგიულ და კომუნიკაბელურ სამედიცინო წარმომადგენელს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საკვები დანამატების გაყიდვაზე და აფთიაქებთან/კლინიკებთან თანამშრომლობაზე.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (სამკურნალო, ფარმაცევტული ან მედიცინის ფაკულტეტი);
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი;
** სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
** ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა; შედეგზე ორიენტაცია; პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, გადაწყვეტილების მიღების უნარი.

სამუშაო აღწერილობა:

** ინფორმაციული მარკეტინგი
** ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება სამედიცინო დაწესებულებაში და აფთიაქებში.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა, პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი, კრეატიულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი;
** ტრენინგი და განვითარების შესაძლებლობა;

საგამოცდო პერიოდი: 3-6 თვე.

გთხოვთ, გამოგზავნოთ CV (ქართულ ენაზე) შემდეგ მისამართზე: vakansiebi2025@gmail.com.

სათაურში აუცილებლად მიუთითეთ "სამედიცინო წარმომადგენელი-საკვები დანამატები". განაცხადს სასურველია დაურთოთ ფოტოსურათი. გასაუბრებაზე მოვიწვევთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე