სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას ქუთაისში პრისეილერის პოზიციაზე.
კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი 1200 ლარი + მანქანის ცვეთის ხარჯი 150 ლარი + საწვავი + ჯანმრთელობის დაზღვევა.
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00 - 18:30 სთ. დასვენება, კვირაში ორი დღე, შაბათი-კვირა.
არ ვითხოვთ უძრავი ქონების უზრუნველყოფას.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილი.
მოვალეობები:
** პროდუქციის მახასიათებლების კარგად ცოდნა
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება, გადახდის პირობების ჩათვლით.
** შეკვეთის გაფორმება.
** კლიენტების მონაცემთა ბაზებზე მუშაობა, მუდმივი განახლება და კონტროლი.
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge.
გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
გისურვებთ წარმატებებს!
|