Робота для біженців з України
უფროსი გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ვენგო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
"ვენგო ჯგუფი" აერთიანებს სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიებს. ჯგუფის წევრი სატრანსპორტო კომპანია 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც საერთაშორისო გადამზიდავი.

"ვენგო ჯგუფი"-აცხადებს ვაკანსიას უფროსი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი; ჭავჭავაძის 37ბ;
სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00 - 18:00;
დასვენების დღე: შაბათი - კვირა
ანაზღაურება: 2, 500 - 3, 000 ლარი ნეტი (+ ბონუსი)

მიზანი:

სტრატეგიული კლიენტების პორტფელის მართვა და გუნდის მხარდაჭერა.

ძირითადი ვალდებულებები:

** გაეცნოს კომპანიის შინაგანაწესს და პრეზენტაციას.
** სტრატეგიული კლიენტების მართვა და მოლაპარაკებები.
** ინდივიდუალური პირობების შემუშავება მსხვილი კლიენტებისთვის.
** CRM-ში კლიენტების, მოთხოვნების და შეკვეთების რეგისტრაცია.
** გუნდის წევრების მხარდაჭერა და კოორდინაცია.
** ოპერაციების ხარისხის კონტროლი.
** დებიტორული დავალიანების მონიტორინგი და ესკალაცია.
** ტენდერებში მონაწილეობა მსხვილ მოცულობაზე (RFI/RFQ შევსება).
** დოკუმენტაცია: არასტანდარტული შეთავაზებების და კონტრაქტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი (სასურველია: ბიზნეს-ადმინისტრირება, ლოჯისტიკა, მენეჯმენტი).
** გამოცდილება: 3-5 წელი B2B გაყიდვებში (ფრეით-ფორვარდინგში ან B2B სტრატეგიულ გაყიდვებში).

უნარები:

** ტენდერებში მონაწილეობა და კონტრაქტების მართვა.
** სტრატეგიული კლიენტების პორტფელის განვითარება.
** ძლიერი ანალიტიკური უნარები (ფასების შედარება, ტენდენციების შეფასება).
** გუნდის წევრების მხარდაჭერა და მენტორობა
** უცხო ენები: სასურველია ინგლისური ენა (B2+/C1), მეორე უცხო ენა უპირატესობად ჩაითვლება.
** დამატებითი უნარები უპირატესობად ჩაითვლება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე hr@vengo.ge და გთხოვთ, სათაურის ველში "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "უფროსი გაყიდვების მენეჯერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე