Робота для біженців з України
დირექტორის ასისტენტი ადმინისტრაციული მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დირექტორის ასისტენტი ადმინისტრაციული მიმართულებით
მომწოდებელი: PKF Georgia
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
საერთაშორისო აუდიტორული კომპანია შპს "ფი ქეი ეფ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე ადმინისტრაციული მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები:

** დირექტორის საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** საჭიროებისამებრ სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;
** კომპანიის სტუმრებთან, თანამშრომლებთან, კლიენტებთან და უცხოელ პარტნიორებთან ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია.
** სხვადასხვა დოკუმენტაციის და ფაილების მოწესრიგება;
** შიდა სააღრიცხვო პროგრამის მონიტორინგი;

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა; (C1 დონე)
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ტექნიკური უნარ-ჩვევების ქონა;
** სააღრიცხვო სისტემებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: pkf@pkfgeorgia.com და სათაურის ველში მიუთითეთ "დირექტორის ასისტენტი".

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება შპს ფი ქეი ეფ ჯორჯიას (ს/კ: 205198212) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა;
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე