დასახელება:
ვებ კონტენტის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
www.imart.ge
|
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
|
ინტერნეტ მაღაზია iMart.ge აცხადებს ვაკანსიას ვებ კონტენტის მენეჯერის პოზიციაზე.
თუ გსურთ, გახდეთ საქართველოს ბაზარზე ყველაზე დიდი, სანდო და კომფორტული ონლაინ სავაჭრო პლატფორმის - iMart.ge-ის გუნდის წევრი, რომელიც 10 წელზე მეტია ქართველი მომხმარებლის პატარ-პატარა ოცნებებს რეალობად აქცევს, გაეცანით ვაკანსიის პირობებს:
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი (საშუალოდ 1000-1100 ლარი)
ადგილმდებარეობა: თბილისი. აკაკი წერეთლის N116. ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა"
ჩვენ გთავაზობთ:
** ყოველთვიურ, გამომუშავებით ბონუსს (500 ლარი);
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საპენსიო შენატანის სრულ დაფარვას;
** ექსკლუზიურ, უპრეცედენტო ფასს ჩვენს ონლაინ პლატფორმაზე წარმოდგენილი პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე;
** პროფესიული ტრენინგებისა და მასტერკლასების სრულ დაფინანსებას საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან აკადემიებსა და უნივერსიტეტებში.
სამუშაო აღწერილობა:
** საიტზე პროდუქტის მახასიათებლების, სურათების, დასახელებების, ანოტაციების დამუშავება და ატვირთვა;
** საიტზე ინფორმაციის (პროდუქტების, აღწერების, ფილტრების) სწორი განლაგება;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ, 6 თვიანი გამოცდილება;
** წერისა და რედაქტირების ძლიერი უნარები.
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
** დაგეგმვისა და დროის მენეჯმენტის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე - career@imart.ge 2025 წლის 25 ოქტომბრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ვებ კონტენტ მენეჯერი.
iMart.ge გისურვებთ წარმატებებს!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს "ნანოტეკი"-ს მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვაკანსიაში მითითებულ ან სხვა პოზიციაზე.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას შემდეგ რეკვიზიტებზე: career@imart.ge / 032 2 100 300
|
|
|
|