Робота для біженців з України
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი/კანცლერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციის ხელმძღვანელი/კანცლერი
მომწოდებელი: რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 27 ოქტომბერი
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტის და 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის და სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის "კ" ქვეპუნქტის და 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, აკადემიურმა საბჭომ ყველა დამსწრე წევრის მხარდაჭერით დაადგინა:
2025 წლის 26 სექტემბრიდან გამოცხადდეს კონკურსი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) თანამდებობის დასაკავებლად.

კანდიდატების რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყოს 2025 წლის 27 ოქტომბრიდან და გაგრძელდეს 2025 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** უმაღლესი განათლება (მაგისტრის აკადემიური ხარისხი)
** ეკონომიკის, ფინანსების ან/და მენეჯმენტის სფეროში მიღებული განათლება
** ეკონომიკის, ფინანსების ან/და მენეჯმენტის სფეროში მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.
** უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან განათლების/კულტურის სისტემაში მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.
** გამოცდილება ფინანსების მართვაში.
** გამოცდილება სახელმწიფო ან იურიდიული პირის რანგში მატერიალურ-ტექნიკური შესყიდვების მიმართულებით.
** სახელმწიფო ენის (ქართული) ცოდნა
** უცხო ენის (სასურველია ინგლისური) ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების მართვის საშუალო დონე (მინიმალური მოთხოვნაა საოფისე და ინტერნეტ პროგრამები)

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) თანამდებობის დაკავების მსურველმა კონკურსში მონაწილეობის მიზნით უნდა წარმოადგინოს #1 დანართში მითითებული დოკუმენტები.

თანამდებობრივი სარგო: 2080 ლარი
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ფუნქციები:

** ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას;
** უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;
** ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის კოლეგიურ ორგანოს ან წარმომადგენლობით საბჭოს;
** ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის პროექტს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის კოლეგიურ ორგანოს ან წარმომადგენლობით საბჭოს;
** ხელმძღვანელობს ფაკულტეტებისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ უნივერსიტეტის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და დამტკიცებას;
** ადგენს და რექტორთან ერთად ამტკიცებს უნივერსიტეტის საშტატო ნუსხას თანამდებობების დასახელების, რაოდენობის და ხელფასის მითითებით;
** ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს; თ) შტატგარეშე დასაქმებულებთან დებს შრომის ხელშეკრულებებს, განსაზღვრავს შრომის ანაზღაურების ოდენობას;
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს - ბრძანებებს;
** ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
** იღებს გადაწყვეტილებას:
** დასაქმებულებზე პრემიისა და მატერიალური დახმარების გაცემის შესახებ;
** სტუდენტის სწავლის საფასურის გადახდის გადავადებაზე ან/და ზედმეტად გადახდილის დაბრუნებაზე;
** უნივერსიტეტის დამხმარე ხასიათის ეკონომიკურ საქმიანობაზე;
** უფლებამოსილია მოახდინოს საკუთარი უფლებამოსილების დელეგირება უნივერსიტეტის თანამშრომელზე.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მაგისტრის აკადემიური ხარისხი)
** ეკონომიკის, ფინანსების ან/და მენეჯმენტის სფეროში მიღებული განათლება
** ეკონომიკის, ფინანსების ან/და მენეჯმენტის სფეროში მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.
** უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან განათლების/კულტურის სისტემაში მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.
** გამოცდილება ფინანსების მართვაში.
** გამოცდილება სახელმწიფო ან იურიდიული პირის რანგში მატერიალურ-ტექნიკური შესყიდვების მიმართულებით.
** სახელმწიფო ენის (ქართული) ცოდნა
** უცხო ენის (სასურველია ინგლისური) ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების მართვის საშუალო დონე (მინიმალური მოთხოვნაა საოფისე და ინტერნეტ პროგრამები)

წარსადგენი დოკუმენტები:

** განცხადება აკადემიური საბჭოს სახელზე
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
** CV ფოტოსურათით
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
** ეკონომიკის, ფინანსების ან/და მენეჯმენტის სფეროში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი/ დიპლომი)
** უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და განათლების/კულტურის სისტემაში მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
** 4 წლიანი სამოქმედო გეგმა და უნივერსიტეტის განვითარების კონცეფცია.

კანდიდატის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 65 წელს.

კონკურსის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** კანდიდატებთან გასაუბრება;
** კანდიდატის არჩევა აკადემიური საბჭოს მიერ;
** კანდიდატის დამტკიცება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ;

განცხადებების მიღება:

ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. #19 ან ელექტრონულ მისამართზე info@tafu.edu.ge
საკონტაქტო ტელეფონი: + 995 32 2 999-411
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე