Робота для біженців з України
საბაჟო ოპერაციების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბაჟო ოპერაციების მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საბაჟო ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ დამწყებ კადრს რომელსაც აქვს მზაობა დაეუფლოს ახალ პროფესიას და განვითარდეს კარიერულად

სამუშაო საათები: 09:00-18:00 სთ
სამუშაოს ტიპი: საოფისე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
მისამართი: თბილისი
ანაზღაურება: 1000 ლარი

საბაჟო ოპერაციების მენეჯერის მთავარი ამოცანაა:

** გადაზიდვის სრული ციკლის დოკუმენტაციის მომზადება
** ტვირთმფლობელებისთვის ზუსტი და დროული ინფორმაციის მიწოდება
** კომპანიის შიდა გადაზიდვების პროცესების გაუმჯობესება და ოპტიმიზაცია

ძირითადი მოვალეობები:

** ტვირთმფლობელებთან კომუნიკაცია და მათი ინფორმირება ტვირთის სტატუსის, განბაჟებისა და დოკუმენტაციის შესახებ
** გადაზიდვის პროცესისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
** ინვოისების შემოწმება, თარგმნა და სიზუსტის კონტროლი
** საერთაშორისო კომერციული ტერმინოლოგიის (Incoterms) გამოყენება
** ტვირთის მახასიათებლების განსაზღვრა
** სხვადასხვა სახის გადაზიდვების (საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო და სარკინიგზო) დოკუმენტაციის მოწესრიგება
** საბაჟოსთან ურთიერთობის მენეჯერი დეკლარანტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება

აუცილებელი უნარები:

** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** დროის მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** კომუნიკაბელურობა და ოპერატიულობა

მოსალოდნელი შედეგები:

** ტვირთმფლობელებთან ეფექტური კომუნიკაცია და მაღალი კმაყოფილების დონე
** საბაჟო პროცედურების სწრაფი და ზუსტი შესრულება
** დოკუმენტაციის სიზუსტე და შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა

აუცილებელი მოთხოვნა:

** Excel საბაზისო დონეზე ცოდნა
** ქართული (მშობლიურად)

საკონტაქტო ელფოსტა: logistichr03@gmail.com
CV-ს გამოგზავნისას, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "საბაჟო ოპერაციების მენეჯერი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე