დასახელება:
მენეჯერი
|
მომწოდებელი:
უნიკა
|
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
|
მაღაზია "უნიკა" აცხადებს კონკურსს მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქალაქი გორი - გორი მოლი
ფუნქცია მოვალეობები:
** ფილიალში მიმდინარე საოპერაციო და სავაჭრო პროცესების მართვა/მონიტორინგი;
** თანამშრომელთა გუნდის მართვა;
** პროდუქციის რეალიზაციის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** პროდუქციის მიღებისა და გაყიდვების პროცესის მონიტორინგი;
** ფილიალში წარმოდგენილი პროდუქციის მარაგების მართვა;
** ფილიალში არსებული პროდუქციის გეგმიური აღწერაში მონაწილეობის მიღება და მასთან დაკავშირებული სამუშაოების სწორად შესრულების მონიტორინგი;
** სააღრიცხვო პროგრამის ფილიალებში მართვის მონიტორინგი;
** ციფრული კომუნიკაციის დაგეგმვა/ორგანიზება/შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სავაჭრო მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პროგრამა OPTIMO-ს ან/და მსგავსი პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** სასურველია საკუთარი ავტომობილი
პიროვნული თვისებები და უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვისა და საქმის დელეგირების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი.
გამოაგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: davitmachavariani@hotmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება "მენეჯერი-გორი".
|
|
|
|