Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: More Beauty
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
კომპანია "MORE BEAUTY" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე კანდიდატს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებას

მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის პროდუქტების გაცნობა და კონსულტაციის გაწევა
** სალაროს პროგრამაში BALANCE-ში მუშაობა
** CRM-ში მომხმარებლების აღრიცხვა
** პროდუქტების აღრიცხვა, თაროზე განთავსება და მოწესრიგება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სალაროს აპარატთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** ფულადი ოპერაციების წარმოების ცოდნა
** გაყიდვების სფეროში გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა

გრაფიკი:

** კვირაში 6 დღე
** 5 დღე 10:00-16:00 მდე ან 16:00დან-22:00მდე
** 1 დღე 10:00-22:00 მდე

ვაკანსია ცხადდება შემდეგ მისამართებზე:

** City mall გლდანი-ილია ვეკუას 1, სავაჭრო ცენტრი
** City mall საბურთალო-პ.ქავთარაძის 1
** ისთ ფოინთი ალ.თვალჭრელიძის #2

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას

ანაზღაურება: ფიქსირებული+ბონუსები, საშუალო ხელფასი 1200-1300 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@morebeauty.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "გაყიდვების კონსულტანტი".

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე