დასახელება:
შიდა აუდიტორი
|
მომწოდებელი:
ემ ბი სი
|
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 07 ოქტომბერი
|
სს მიკრობანკი "ემბისი" აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტორის პოზიციაზე.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
მდებარეობა: თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. #68;
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 07.10.2025.
კომპანიის შესახებ:
სს მიკრობანკი "ემბისი" 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 17 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული.
ძირითადი მოვალეობები:
** დამტკიცებული გეგმის და პროგრამის ფარგლებში აუდიტორული შემოწმებების განხორციელება;
** ზედამხედველი ორგანოების მიერ და კომპანიის შიდა რეგულაცებით დადგენილი წესების სრულყოფილი და კორექტული დაცვის ანალიზი/კონტროლი;
** კომპანიაში არსებული პროცესების გამართულობის/ეფექტიანობის ანალიზი და შეფასება;
** ნაკლოვანებების აღმოფხვრისთვის, რისკების შემცირებისთვის და პროცესების გაუმჯობესებისკენ მიმართული რეკომენდაციების მომზადება;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ სათანადო ფორმის აქტების, ანგარიშების, საექსპერტო დასკვნების მომზადება;
** გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი (Follow-up Process);
** სხვა განყოფილებებთან ეფექტური ურთიერთობის კოორდინირება;
** შიდა აუდიტის უფროსის აუდიტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა (სემინარებზე დასწრება, კომპანიის სიახლეების გაცნობა და ა.შ.)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (საბანკო საქმე, ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება)
** ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობის მინიმუმ მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, ხოლო მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება აუდიტის ან რისკების მიმართულებით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** კომპლექსური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, ეწვიოთ მითითებულ ბმულს https://hel-ai.com/apply/imIhIcic და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული
|
|
|
|