Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ოლსთოუნი
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
შპს "ოლსთოუნი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციებზე.

საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:

** გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით (სასურველია);
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; (თურქულის ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი
** კრეატიული აზროვნება
** კომუნიკაბელურობა
** მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებული
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ინფორმაციის და სიახლეების გაცნობის/ათვისების უნარი
** დროის მართვის უნარი
** მოქნილობა ცვლილებების მიმართ;
** MS Office (Word, Excel, PowerPoint)

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისში მოსული სტუმრების მიღება და დახვედრა;
** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** მომხმარებლისგან შეკვეთის მიღება და პროდუქციის მიწოდების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** გაყიდვების და შეკვეთების პროგრამაში შეტანა;
** სატელეფონო ზარების მიღება-განხორციელება
** ფოსტის მიღება-გაგზავნა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ზემოაღნიშნული ფუნქცია-მოვალეობებით.
ჩვენთან გელოდებათ:
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე;
** გასაუბრება;
** მოსამზადებელი ეტაპი.

სამუშაო ადგილი - თბილისი, დიღმის მასივი, ჯ. ბალანჩინის ქუჩა.
სამუშაო საათები - სრული განაკვეთი, კვირა დღეს დასვენება.
ხელფასი: 1100 ლარიდან (განისაზღვრება გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად)
განიხილება CV რომელიც იქნება ფოტო სურათით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე - info@allstone.ge და მიუთითოთ დასახელებაში პოზიცია. სხვა დამატებითი შეკითხვისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: + (995) 599 44 31 31
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე