დასახელება:
რეგიონული მენეჯერი
|
მომწოდებელი:
MEGAHAND
|
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
|
პრემიუმ ხარისხის მეორადი ტანსაცმლის უდიდესი ქსელი საქართველოში "Megahand", აცხადებს ვაკანსიას რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სავაჭრო ცენტრი კიდობანი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამსახურს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
ფუნქცია- მოვალეობები:
** კომპანიის ბიზნეს სტრატეგიის შესაბამისად, დაქვემდებარებული ობიექტების მართვა;
** ობიექტების რეგულარული შეფასება და მონიტორინგი, მათ შორის ფილიალებსა და საწყობში მარაგების სრული ციკლის დაგეგმვა და პროცესების მართვა/მონიტორინგი;
** გაყიდვების პროცესის მართვა და მიზნების შესრულება;
** სავაჭრო ობიექტებში ფინანსური სახსრების კონტროლი;
** ბაზრის ანალიზი და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი;
** მომწოდებელ კომპანიებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
** დაქვემდებარებული ფილიალებში რეალიზაციის გაზრდისთვის გეგმების დასახვა:
** რეპორტების მომზადება და ცენტრალური ოფისის ინფორმირება;
** მაღაზიების მენეჯერული რგოლის და ობიექტის პერსონალის შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი;
** ობიექტებში მიმდინარე პროცესების დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დროული რეაგირება;
** თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს გაუმჯობესების მიზნით, რეგულარული შეხვედრების ორგანიზება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** საცალო ვაჭრობის სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის კარგად ფლობა;
** ქართული და რუსული ენების ცოდნა;
** მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი;
პიროვნული თვისებები:
** გუნდია მართვისა და ლიდერული უნარები;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები;
** პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარები;
** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარები;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancymegahand@gmail.com არაუგვიანეს 2025 წლის 24 ოქტომბრისა. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გაცნობებთ, რომ თქვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ, ვამოწმებთ და ვინახავთ თქვენი განაცხადის განსახილველად, კანდიდატთა შერჩევისთვის/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.
|
|
|
|