დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
GramPak Georgia
|
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
|
კომპანია "GramPak Georgia" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
შპს "GramPak Georgia" 14 წელია საქმიანობს და წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას; საოფისე, საკანცელარიო და სამეურნეო ნივთების დისტრიბუციაში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობში შემოსული შეკვეთების შეგროვება და დაკომპლექტება;
** პროდუქციის მიღება, აღრიცხვა, მითვლა და დასაწყობება;
** საწყობში არსებული მარაგების აღწერა და კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
** სტრესულ გარემოში მუშაობა;
** დისციპლინარული და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** პროფესიული ან უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** ლოგიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარი.
პიროვნული თვისებები:
** ენერგიული;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** მოტივირებული;
** თავაზიანი;
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული.
ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი (შემდგომი მომატების პერსპექტივით);
სამუშაო ადგილი: თბილისი, მეტრო ისნის მიმდებარედ.
მუშაობის გრაფიკი: 9:30-18:00. ორშაბათი-პარასკევი (თვეში მხოლოდ 2 შაბათი არასრული სამუშაო დღე).
ყველა დაინტერესებულ პირს, ვთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV და სურათი მისამართზე: hr4grampak@yahoo.com
|
|
|
|