Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: King`s Garden Luxury Residences
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
"King`s Garden Luxury Residences" - ეძებს პროფესიონალ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსის გაყიდვების მართვასა და კლიენტებთან ურთიერთობის განვითარებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის გაყიდვების ზრდის პროცესის სრული მართვა და კონტროლი;
** პოტენციურ კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია (ზარები, შეხვედრები, პრეზენტაციები);
** შეთავაზებების მომზადება და პროექტის წარდგენა;
** გაყიდვების სტრატეგიის განხორციელება და გაყიდვების მიზნების შესრულება;
** ბაზრის ტენდენციების ანალიზი და ანგარიშების მომზადება;
** ხელშეკრულებების მომზადებაში კოორდინაცია (იურიდიულ და ფინანსურ გუნდებთან მუშაობა)
** რეპორტინგი დამფუძნებელთან

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი, ეკონომიკა ან სხვა დაკავშირებული მიმართულება);
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება პრემიუმ უძრავი ქონების გაყიდვების სექტორში;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;
** ძლიერი მოლაპარაკების და პრეზენტაციის უნარები;
** მაღალი სამუშაო დისციპლინა, შედეგზე ორიენტირებულობა;

სამუშაო ადგილი: თბილისი (ოფისი + ვიზიტები ობიექტზე);
სამუშაო განაკვეთი: სრული;
ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ ელ.მისამართზე: tk@cpg.ge.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე