დასახელება:
ტალანტების და ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ტერავიტა +
|
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
|
"ტერავიტა +" აცხადებს ვაკანსიას ტალანტების და ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტის თანამდებობაზე.
ჩვენი გუნდი იზრდება და ვეძებთ ენერგიულ ადამიანს, რომელიც ერთდროულად იზრუნებს ჩვენს ბრენდზე ონლაინ სივრცეში და გუნდის ადამიანურ მხარეზე.
შენი მთავარი ამოცანები:
** სოციალური მედიის სტრატეგიის დაგეგმვა და მართვა (Facebook, Instagram, LinkedIn, TikTok);
** კონტენტის შექმნა და განრიგის მართვა — ტექსტი, ვიზუალი, ვიდეო
** გუნდის წევრების რეკრუტინგის პროცესის მხარდაჭერა (კანდიდატების გადარჩევა, ინტერვიუების ორგანიზება)
** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.
შენგან ველით:
** სოციალური მედიის მართვის გამოცდილებას
** წერითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგ უნარებს ქართულ ენაზე
** რუსული ენის ცოდნა (სასურველია)
** შემოქმედებითობასა და დეტალებზე ორიენტირებულობას
** ადამიანებთან მუშაობის სიყვარულს
** ორგანიზებულობას და პასუხისმგებლობის გრძნობას.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** შესაძლებლობას იმუშაო დისტანციურად
** ფიქსირებული ანაზღაურება: 1000 ლარი
** მეგობრულ და ინოვაციურ გარემოს
** თავისუფალი აზროვნების და ინიციატივების მხარდაჭერას
** კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევას და ფიტპასს
თუ გჯერა, რომ შეგიძლია ერთდროულად გახდე ჩვენი გუნდის კულტურის მამოძრავებელი ძალა და ბრენდის ხმის გამაძლიერებელი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: info@teravita.app.
გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ტალანტების და ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი".
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30.09.25
|
|
|
|