დასახელება:
HR კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
ibis Tbilisi Airport
|
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
|
მოგესალმებით "ibis Tbilisi Airport"-ში!
ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და ორგანიზებულ HR კოორდინატორს, რომელიც გახდება ჩვენი მეგობრული და საერთაშორისო გუნდის ნაწილი.
ადგილმდებარეობა: თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 400 მეტრში, 5 წუთის სავალზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის წოდება სასურველია იურიდიული, ბიზნეს ადმინისტრირების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით);
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება HR ადმინისტრატორის ან ჯენერალისტის პოზიციაზე;
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება რეკრუტინგში (სტუმარმასპინძლობის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** კვებას;
** ტრანსპორტირებას;
** კორპორატიულ ნომერს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელ მისამართებზე: eka.gazashvili@accor.com; Madona.MEGRELISHVILI@accor.com
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "HR კოორდინატორი".
|
|
|
|