Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=669492&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის დამწყები სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის დამწყები სპეციალისტი
მომწოდებელი: Pillaw
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
იურიდიული ფირმა "Pillaw" ეძებს მარკეტინგის დამწყებ სპეციალისტს.

ვაკანსია განკუთვნილია მათთვის ვისაც არ აქვს სამუშაო გამოცდილება, თუმცა აქვს ცოდნა და სურვილი საკუთარი თავის ახალ პროექტში რეალიზების.

ჩვენი კომპანია ოპერირებს ბაზარზე თითქმის 2 წელია და სპეციალიზებულია უცხოენოვანი კლიენტების სეგმენტზე (ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე). ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს საქმიან რეპუტაციას, ამრიგად ორიენტირებულები ვართ ხარისხზე. საქმეს ვეკიდებით პასუხისმგებლობით და იგივეს ველით ჩვენი გუნდის ახალი წევრისგან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით (შესაძლებელია მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი) ან გავლილი სერტიფიცირების კურსი მარკეტინგის მიმართულებით;
** გამოცდილება აუცილებელი არ არის;
** ციფრული ინსტრუმენტების ცოდნა (Google Analytics; Facebook Ads Manager, SEO და ა.შ.);
** ინგლისური ენის მინიმუმ (B2) დონეზე ცოდნა (სასურველია რუსული ენის ცოდნაც);
** პიროვნული უნარები: პასუხისმგებლობიანი, მიზანდასახული, კრეატიული, ენთუზიაზმის მქონე.

სამუშაო პირობები:

** ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკი (შესაძლებელია სწავლასთან შეთავსება);
** გამოსაცდელი ვადა 6 თვე.

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგის სტრატეგიის განსაზღვრა;
** ციფრული კამპანიების გეგმის მომზადება, სტრატეგიების განსაზღვრა, შემუშავება, დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი;
** გეგმის მიხედვით სარეკლამო კამპანიების ჩაშვება, ქარდების, პოსტების დადება, ყოველდღიური მონიტორინგი და ოპტიმიზაცია;
** ციფრული არხების შექმნა, მართვა და ოპტიმიზაცია. FB, Instagram, Telegram, Linkedin;
** ციფრული კონტენტის შექმნა;

იმ შემთხვევაში თუ დაინტერესდი ვაკანსიით, გამოგვიგზავნე შენი CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@pillaw.ge. Subject-ში მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 02 ოქტომბერი 12:00.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია