Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=669491&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ნეტისი
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
"ნეტისი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

გაყიდვების მენეჯერი

რას გთავაზობთ:

** ანაზღაურება ფიქსირებულს დამატებული ბონუსი (KPI -ის შესრულებისას საშუალოდ გენერირებული ბონუსი 1500 ლარი)
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** შიდა სასწავლო სისტემა
** სატელეფონო ლიმიტი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლეხ კაჩინსკის 4.
სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში;

გაყიდვების მენეჯერის მოვალეობები:

** დადგენილი საკომუნიკაციო გეგმის შესრულება მესენჯერში და სხვა შერჩეულ არხებში საჭიროების შემთხვევაში;
** ცივი ზარების გამოცდილება, დადგენილი flow-ს მიხედვით მოქმედება. (წარმოდგენილი იქნება გეგმა კონკრეტული დროის ინტერვალში შეხებების მიხედვით);
** მესენჯერ ინბოქსის მართვაში მონაწილეობის მიღება, მორიგეობის მიხედვით;
** Crm-ში თასქების ლოჯისტიკა.

მოთხოვნები:

** საჭიროა სამუშაო გამოცდილება: 1-2 წელი გაყიდვების მიმართულებით (ქსელების და სამეთვალყურეო სისტემების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა საჭიროა CV გამოაგზავნონ ელფოსტაზე hr@netis.ge და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითონ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".

გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია